14-წლის ქალიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 8 წლიანი პატიმრობა, მხოლოდ, გარყვნილი ქმედების განხორციელების ფაქტზე, მიესაჯა

14-წლის ქალიშვილის გაუპატიურებასა და მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მამაკაცს ერთი მუხლი მოეხსნა.
გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა, მხოლოდ, გარყვნილი ქმედების განხორციელების ფაქტზე, მიუსაჯა.
მსჯავრდებულის მეუღლე აცხადებს, რომ  მამაკაცს შვილის გაუპატიურების ფაქტი ვერ დაუდასტურდა.

ოჯახის ნათესავებს ბრალდების არ სჯერათ.
მამაკაცი თებერვალში დააკავეს. პროცესები ამ ხნის განმავლობაში დახურული იყო. მსხვერპლი ამ დრომდე თავშესაფარში იმყოფება.

კომენტარები