1414 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა რაჭაში

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია.
1414 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა რაჭაში.
წელს რაჭაში „ხვანჭკარის“ სანედლეულო ჯიშების – მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონამდე მოსავალს ელიან.
ხარისხიან ყურძნის ჯიშებს ქარხნები შვიდ ლარად იბარებენ.წელს რეგიონში სიმშვიდეა. მოსავლის რაოდენობიდან გამომდინარე, ადგილობრივი მწარმოებლები წელს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც გეგმავენ.
ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

კომენტარები