ლგბტ პრაიდმა განხეთქილება “ნაციონალურ მოძრაობაშიც” შემოიტანა
“ნაცინალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია ლგბტ პრაიდის აღლუმთან დაკავშირებით მშობლიური პარტიის პოზიციას რადიკალურად ემიჯნება, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში რუსული კვალი იკვეთება – ამის შესახებ ნიკა მელიამ “არჩევანის” ეთერში განაცხადა:
„იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ არსებობს, ან თუ არსებობს სადღაც გვამური ლაქები აქვს, ასეთი ღონისძიების ჩატარების დროს, ამ ყველაფრით, შეიძლება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები განახორციელოს იმ ძალამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში, სად არის ამის გარანტია. ჩემთვის პირადად, იმ დღეს იყო პრაიდი, ამაზე განსხვავებული რა უნდა მოხდეს იქ, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რაც მოხდა… მივლენ, მოვარდებიან ისინი, ვინც დავინახეთ, რას წამოადგენენ, ჩადგება შუაში ათასობით პოლიციელი, იქნება აქედან გინება და იქიდან პოლიციის მცდელობა, რომ დაიცვას ეს ხალხი. მთავარი დეფექტი გამოავლინა ხელისუფლებამ, არ გამოავლინა?“ – აცხადებს ნკა მელია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ლგბტ აღლუმის გამართვას მხარი დაუჭირა და ხელისუფლებას სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.