„15 -დან 30 აპრილის ჩათვლით, პოლიციის გამოძახება ჩუმი განგაშის ღილაკის მეშვეობით 11 შემთხვევაში გვქონდა. წინა თვეებთან შედარებით, ამ აპლიკაცით სარგებლობის“ – ნინო ცაციაშვილი

-„15 -დან 30 აპრილის ჩათვლით, პოლიციის გამოძახება ჩუმი განგაშის ღილაკის მეშვეობით 11 შემთხვევაში გვქონდა. წინა თვეებთან შედარებით, ამ აპლიკაცით სარგებლობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

15 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ჩვენს მოსახლეობას ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე გაეგზავნათ მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ოჯახში ძალადობის, შესაბამისი მომართვიანობის ხერხებისა და საშუალებების შესახებ, რამაც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები გამოიღო აპლიკაციის მოხმარების თვალსაზრისით.

კერძოდ, თუ წინა თვეებში რეალურად, საკმაოდ მწირი იყო აპლიკაციის გამოყენების მაჩვენებელი, ფაქტობრივად, აპრილის მეორე ნახევარში, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება წინა სამ თვეს ერთად აღებულს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

15 -დან 30 აპრილის ჩათვლით, პოლიციის გამოძახება ჩუმი განგაშის ღილაკის მეშვეობით 11 შემთხვევაში გვქონდა. მაშინ, როცა იანვარში, თებერვალსა და მარტში ამ ღილაკის გამოყენების ჯამში 8 შემთხვევა იყო. ჩვენ ვსაუბრობთ კომუნიკაციის გამარტივებაზე მსხევრპლებისთვის, რადგან რიგ შემთხვევაში შეიძლება, მათ არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უშუალოდ ტელეფონზე დარეკვის და ეს აპლიკაცია, ან თუნდაც ოპრატორთან ჩატის ფუნქცია საშუალებას აძლევს, რომ ზედმეტი ძალისხმევისა და რთული ბარიერების გარეშე მოგვაწოდოს ინფორმაცია,“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა.

კომენტარები