„15-ზე მეტმა კვლევამ აჩვენა, კოვიდგადატანილ ადამიანებს ძლიერი იმუნიტეტი გამოუმუშავდათ“- Washingtonpost

washingtonpost-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში აღნიშნულია:

-„15-ზე მეტმა კვლევამ აჩვენა, კოვიდგადატანილ ადამიანებს ძლიერი იმუნიტეტი გამოუმუშავდათ. ორიოდე კვირის წინ, ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, –  აცრილი ადამიანების რეინფიცირების მაჩვენებელთან შედარებით კოვიდგადატანილი ადამიანების რეინფიცირების ალბათობა 27-ჯერ ნაკლებია.

კლივლენდის კლინიკაში ჩატარებული დასკვნა ადასტურებს, – ნაკლებად სავარაუდოა, აცრას აზრი ჰქონდეს კოვიდგადატანილ პაციენტებში. მაისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, –  ზომიერი სიმძიმის კოვიდ ინფექციაც კი ძლიერი გრძელვადიანი იმუნიტეტის პირობაა. ამერიკის ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, –   ვაქცინის მწირი დოზები დახარჯეს მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც ადრე ჰქონდათ კოვიდი. ის ადამიანები, რომლებიც უკვე დაცულნი იყვნენ ბუნებრივი იმუნიტეტით, არ უნდა ჩამდგარიყვნენ ვაქცინაციის რიგში, ამ გზით ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.

ჯანდაცვის სპეციალისტები არ საუბრობენ ბუნებრივი იმუნიტეტის ეფექტურობის შესახებ, ამის მიზეზი არის შიში, –  ხალხი უპირატესობას ბუნებრივ იმუნიტეტს მიანიჭებს და არ აიცრებიან.
ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები უარყოფს ბუნებრივი იმუნიტეტის სარგებელს. 12 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში დაავადება ისე რთულად არ მიმდინარეობს, როგორც – მოზრდილებში.
Pfizer -ისა და Moderna–ს მეორე დოზა შეიძლება, არ იყოს საჭირო ბავშვებში. თებერვლიდან ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს – ზრდასრულს თუ მოზარდს, რომელიც გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, მიიღოს მხოლოდ ერთი mRNA ვაქცინის დოზა, ორის ნაცვლად“.

https://www.washingtonpost.com/outlook/2021/09/15/natural-immunity-vaccine-mandate/?fbclid=IwAR1CLB28q2y_cnHeVKFu8NpUXOxFaTPG7GjhcZwqWekned39mWyjzSH8Yl8

კომენტარები