15 თებერვალს მირქმის საუფლო დღესასწაულია

სიტყვა “მირქმა” გულში ჩაკვრას ნიშნავს.
🌸 ამ დღეს ადამიანი შეხვდა
ღმერთს იერუსალიმის ტაძარში. ამ დღეს დასრულდა ძველი აღთქმა და დაიწყო ახალი აღთქმა.
🌸 საინტერესო ტრადიცია უკავშირდება მირქმას, რომლის უძველესი სახელწოდებაა ლამპრობა.
იერუსალიმის ეკლესიაში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მთელი მსახურების მანძილზე მორწმუნეები სანთლებს არ აქრობდნენ, შემდეგ კი ეწყობოდა ლიტანიობა.
🌸 შეგეწიოთ მირქმის მადლი, გაიხარეთ და მადლით აღგავსოთ უფალმა.
🔖 აქვე შეგახსენებთ, რომ პატრიარქის კურთხევით მირქმას თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც – შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები
🌸 ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანებისა

წყარო: https://www.facebook.com/saqartvelosimed1/posts/2411988225600762?

კომენტარები