15 ივლისი – იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის ხსენედის დღე

V საუკუნის პირველ ნახევარში, იერუსალიმის ეკლესიას წინამძღოლობდა ექვთიმე დიდის თანამოსაგრე და მეგობარი, პატრიარქი იუბენალი (420-458 წწ). იუბენალის პატრიარქობას დაემთხვა ის ფაქტიც, რომ აღმოსავლეთის ეკლესიაში რამდენიმე ერესი გავრცელდა და მათ წინააღმდეგ მებრძოლთა შორის, ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ პატრიარქი იუბენალი იყო. 431 წელს ქალაქ ეფესოში მოეწყო მსოფლიოს საეკლესიო III კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. ამ კრების თავმჯდომარე წმინდა კირილე ალექსანდრიელი იყო (იხსენიება 22 ივნისს). მის თანამოაზრეებს შორის იყო კი პატრიარქი იუბენალიც; 451 წელს ქალაქ ქალკედონში მოეწყო IV მსოფლიო კრება ევტიქის ახალი, მონოფიზიტური ცრუ სწავლების სამხილებლად, რომელიც ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ ქრისტეს ერთმა – ღვთაებრივმა ბუნებამ მეორე – კაცობრივი – მთლიანად შთანთქა.

კომენტარები