პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი: ეს არის აშკარა ძალადობა ადამიანზე და მის ძირითად უფლებაზე – თავისუფლებაზე!

გენმოდიფიცირებული პრეპარატებით პლანეტის მოსახლეობის აცრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა გაცილებით უფრო დიდი საფრთხეები შექმნას, ვიდრე თავად კოვიდ-19 განაპირობებს! – ამ სკანდალური სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ცნობილმა ექიმმა, პროფესორმა

ზურაბ ქუმსიაშვილმა:

 

– აცრის შემდეგ ადამიანი ვირუსმატარებელი არ ხდება, რადგან აცრისას მის ორგანიზმში შეყავთ ინაქტივირებული, ანუ იმგვარი ვირუსი, რომელსაც ორგანიზმში გამრავლების და მისთვის ზიანის მოტანის უნარი არ გააჩნია. შესაბამისად, ამგვარად აცრილი ადამიანი სხვას ვერ გადასდებს დაავადებას. კოვიდის პრევენციის მიზნით შექმნილი ვაქცინების უმეტესობაზე ამას ვერ ვიტყვით, რადგან ისინი თვისობრივად და მოქმედების მექანიზმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამის მიუხედავად, ანტიკოვიდურ ვაქცინებშიც არსებობს ტრადიციული, ინაქტივირებულ ვირუსის ბაზაზე დამზადებული, სტანდარტული ზემოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატები: ჩინური სინოფარმი და კორონავაკი; ასევე, ინდური წარმოების კოვაქსინი. მეცნიერებს მეტ-ნაკლებად, შესწავლილი აქვთ ასეთი ვაქცინების უკუჩვენებები, განსხვავებით, ახალი ტიპის ვაქცინებისგან, რომელთა ორგანიზმზე გავლენის დასახასიათებლად მხოლოდ თეორიული მსჯელობა შეიძლება, ვინაიდან პრაქტიკული გამოცდილება არ არსებობს.

 

  • ახალი ტიპის ვაქცინების მოქმედების მექანიზმი რით განსხვავდება „ტრადიციული“ ვაქცინისგან?

 

  • კოვიდ-19 -ის წინააღმდეგ სასწრაფო წესით დაამზადეს გენმოდიფიცირებული, სრულიად ახალი ტიპის ვაქცინები, შესაბამისად, მათი ორგანიზმზე გავლენა შესწავლილი ჯერ არ არის. მეცნიერები ამ ვაქცინების ორგანიზმზე ზემოქმედებას გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დააკვირდნენ. ამ პრეპარატებს შემადგენლობიდან და მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მე ვაქცინებსაც ვერ დავუძახებ. ამ შემთხვევაში ორგანიზმში შეყავთ არა დაუძლურებული ვირუსი, არამედ, რიბო-ნუკლეინის მჟავა (რნმ), რომელშიც ჩაწერილია სპეციფიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეპარატმა შეაღწიოს ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში და ჩვენმა ორგანიზმმა დაიწყოს ცილის გამომუშავება. აქ არის მნიშვნელოვანი დილემა: ახალი ვაქცინები ორგანიზმში ჩართავენ გარკვეულ პროგრამას, რომლის გამორთვის მექანიზმიც არ არსებობს. სამწუხაროდ, ექიმებიც კი, ბოლომდე ვერ ერკვევიან ახალი ტიპის ვაქცინების მოქმედების მექანიზმებში. ორგანიზმში უამრავი, აქამდე აუხსნელი მოვლენა ხდება. მათ შორის არის „პოსტ-ტრანსლაციური მოდიფიკაცია“ – მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, თუ რანაირად იძენს მილიონობით ცილა ერთმანეთისგან განსხვავებულ, ორგანიზმისთვის აუცილებელ ფუნქციებს.

 

  • რატომ შეეხეთ ამ თემას?

 

  • თუ რომელიმე ცილა მიიღებს არასწორ სტრუქტურას, მას ვითარების გამოსწორებაში ეხმარება ცილა ჩაპერონი და თუ ისიც ვერ შეძლებს დახმარებას, მაშინ ამ საშიშ ცილაზე პასუხისმგებლობას იღებს ცილა უბიქვიტინი, რომელიც ორგანიზმისთვის საშიშ ნაერთს ლიზოსომებში გზავნის დასაშლელად. მაგრამ, დაშლა ყოველთვის როდი არის წარმატებული – იმ შემთხვევაში, თუ ცილა მიიღებს დაშლის მიმართ მდგრად ბეტა სტრუქტურას, ის ხდება პრიონ-ცილა, რომელიც იწვევს სხვადასხვა უკურნებელ დაავადებას.                                                             კორონავირუსის პრევენციული ვაქცინები შექმნილია ისეთი დნმ-ით და რნმ-ით, რომ ცილა-ანტიგენს არ ექნება: 1) კორონავირუსის სპეციფიური პოსტ-ტრანსლიაციური მოდიფიკაცია 2) კორონავირუსის სპეციფიური S-ცილა-ანტიგენის მესამეული სტრუქტურა, რაც განაპირობებს დაბალეფექტური ანტისხეულების სინთეზს 3) რაც ყველაზე სარისკოა, კორონავირუსის სპეციფიური S-ცილა-ანტიგენის მესამეული სტრუქტურა იქნება იმ ავადსახსენებელი პრიონ-ცილის მსგავსი, ანუ გამოიწვევს სიმსივნეებს და სხვა უკურნებელ დაავადებებს! აქ შეგნებულად არ ვსაუბრობ ერთეულ შემთხვევებში ვაქცინის გაკეთებიდან უმოკლეს დროში განვითარებულ რეაქციებზე – ანაფილაქსიურ შოკზე, არამედ მხედველობაში მაქვს ის დაავადებები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ემუქრება აცრილ ადამიანებს. ეს ე.წ. ვაქცინა ხომ, ინფორმაციული პრეპარატია – ნაწილობრივ ნატურალური და ნაწილობრივ – სინთეტიკური, ხელოვნური. მას გააჩნია გენეტიკური კოდი, რომელიც შეფუთულია ლიპიდების ნანო ნაწილაკებში.

 

  • რისთვის არის საჭირო ეს ნანო ტექნოლოგია?

 

  • საჭიროა იმისთვის, რათა ეს ნაწილაკები დაემალონ ორგანიზმის იმუნიტეტს, სხვა შემთხვევაში მათ იმუნიტეტი გაანადგურებს. შედეგად, ეს კოდი უჯრედში ხვდება იმუნური სისტემის გვერდის ავლით და აიძულებს სპაიკ-ცილის (ვირუსის ნაწილის) გამომუშავებას. ფაქტობრივად, ადამიანის ორგანიზმი თავად იწყებს ვირუსის ნაწილაკების გამომუშავებას. არსი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ორგანიზმი დაინახავს ვირუსის ნაწილს, ის მიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ ებრძოლოს მას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენ ანტისხეულებს გამოიმუშავებს ორგანიზმი. აღსანიშნავია, რომ ამ კოდში შედის შიდსის ვირუსის 18 სუბერთეული. მაგალითად, ავსტრალიაში აცრის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს შიდსის დადებითი სტატუსი დაუდგინდა. ექიმებმა განმარტეს, რომ ეს იყო ორგანიზმის ცრუ პასუხი, მაგრამ დაზუსტებით მხოლოდ ხანგრძლივი დროის – მრავალი წლის შემდეგ შეიძლება განსაზღვრა, ასეა თუ არა.

 

  • დაახლოებით, რა დრო არის საჭირო, რათა კაცობრიობა სრულყოფილად გაერკვეს ანტიკოვიდური ვაქცინაციის უარყოფით ასპექტებში?

 

  • 2020 წლამდე ყველაზე სწრაფად, რეკორდულ ვადაში შექმნილ ვაქცინად ითვლებოდა 1964 წელს შექმნილი ყბაყურას ვაქცინა, რასაც 4 წელი დასჭირდა! კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა კი, განა რამდენ ხანში შექმნეს, რომ მისი ორგანიზმზე გავლენა მეტ-ნაკლებად მაინც იყოს შესწავლილი?! მისგან გამოწვეულ გვერდით მოვლენებზე საზოგადოებას, ფაქტობრივად ჯერ საერთოდ არ გააჩნია წარმოდგენა. რამდენიმე წლის შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება ის საფრთხეები, რასაც ასეთი ვაქცინები იწვევენ. მაგალითად, ე.წ. ვაქცინის კოდის ნაწილი ადამიანის მე-8 ქრომოსომის იდენტურია, რომელიც თავის მხრივ, პასუხისმგებელია ადამიანის ინტელექტზე და რეპროდუქციულ (გამრავლების) ფუნქციაზე! აკი, უკვე არსებობს რეკომენდაცია, რომ ვაქცინირებულმა ქალებმა 28 დღის განმავლობაში დაორსულების არიდების მიზნით კონტრაცეპტივები გამოიყენონ და ამ 28 დღის შემდეგ რა იქნება – არავინ იცის! საუბარი იმაზეც იყო, რომ მამაკაცებმა, ვისაც გამრავლება სურთ, ვაქცინაციამდე გაყინონ საკუთარი სპერმა, რადგან ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, ჯანმრთელი შთამომავლობის შექმნის უნარი დაკარგონ. სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაციები ქართველ საზოგადოებამდე არ აღწევს, საზოგადოება ინფორმირებული არ არის ვაქცინაციის შესაძლო მავნე გავლენაზე, ვინაიდან, მედიის ზედამხედველი ჯგუფი, თამარ კინწურაშვილის ხელმძღვანელობით, ახშობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა ალტერნატიულ ინფორმაციას და ცნობილ მეცნიერთა გონივრულ ვარაუდებს, ვაქცინაციის ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით!

 

  • „ჯანმოს“ ინფორმაციებს ეჭქვეშ აყენებთ?

 

  • ჯანმოს მხრიდან პანდემიის გამოცხადება არის დიდი ტყუილი, რადგან პანდემიას წინ უძღვის ეპიდემია, როცა მოსახლეობის მინიმუმ, 5 პროცენტი ავადდება. პანდემიად პროცესი ავადობის უფრო მაღალი, 40-50 პროცენტის დროს ფასდება. ამ მიდგომით,  მსოფლიოში ეპიდემია და მითუმეტეს, არც პანდემია არ ყოფილა!  მიმდინარე წლის თებერვალში პირადად შევისწავლე სტატისტიკა: პლანეტის მოსახლეობა გახლავთ 7 მილიარდ 840 მილიონი ადამიანი. აქედან, კოვიდ-19 -ით დასნეულებულთა რაოდენობა არ აღემატებოდა 116 მილიონს, ხოლო კოვიდ-19 – ით გარდაცვლილთა რაოდენობა – 2,5 მილიონს! ნახეთ, რა გამოდის: მთელ პლანეტაზე კოვიდ-19-ით ავად იყო მოსახლეობის მხოლოდ 1,15 პროცენტი. სიკვდილიანობა – 0,03 პროცენტი, ხოლო ლეთალობა – 2,2 პროცენტი. გაითვალისწინეთ, რომ ტერმინი „სიკვდილიანობა“ – ასახავს მთელი მოსახლეობიდან გარდაცვლილების რაოდენობას; ხოლო ტერმინი „ლეთალობა“ – მხოლოდ კოვიდით დაავადებულთა შორის გარდაცვლილების რაოდენობას! საქართველოში ამ მხრივ, გაცილებით უკეთესად გვაქვს საქმე. თანაც, ამ გამოთვლებში არ გამითვალისწინებია ის ფაქტორი, რომ კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობა ხელოვნურად გააყალბეს და ყველა სხვა მიზეზით ადამიანების სიკვდილიანობა კოვიდს მიაწერეს! თანაც, ლამის აიკრძალა გარდაცვლილის გაკვეთა, რაც სიკვდილის მიზეზის დადგენის წინაპირობაა. ფაქტია, ასეთი ფსიქოლოგიური ფონი გამიზნულად შეიქმნა,  რათა პლანეტის მოსახლეობისთვის ვაქცინაციისკენ ებიძგათ, მაგრამ, ვაქცინაციას გრძელვადიან პერსპექტივაში რა პოტენციური საფრთხეებიც მოყვება – ამას გულდაგულ მალავენ! თანდათან პლანეტის მოსახლეობას შეზღუდვების გამკაცრების მუქარით, პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ აცრას და პირდაპირ უნდა ითქვას, ასეთ მიდგომას მედიცინასთან საერთო არაფერი გააჩნია, ეს არის აშკარა ძალადობა ადამიანზე და მის ძირითად უფლებაზე – თავისუფლებაზე!

 

  • ასეთ სიტუაციაში სად არის კოვიდისგან ხსნა? ავიცრათ და ვიქცეთ უცნობი ექსპერიმენტის საცდელ ობიექტებად; თუ კოვიდით დაავადების რისკის მიუხედავად, არ ავიცრათ?

 

  • როგორც ექიმი, მე არც ჩემს ახლობლებს და არც იმ საზოგადოებას, ვისთანაც ხმა მიმიწვდება – ამ გენმოდიფიცირებული ე.წ. ვაქცინებით აცრას არ ვურჩევ! უკიდურეს შემთხვევაში, ვურჩევ ძველი, ტრადიციული წესით დამზადებულ ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს,“ რომელიც მოცემულ სიტუაციაში შედარებით უსაფრთხოა, ვიმეორებ – მხოლოდ შედარებით!

 

  • ვაქცინაცია არის თუ არა პლანეტაზე კოვიდის დამარცხების საშუალება?

 

  • ვერც ამაზე დავდებ თავს, რადგან მსოფლიოში მასობრივი ვაქცინაციის შედეგად, ვირუსმა შეიძლება მოიპოვოს მდგრადობა, განიცადოს ისეთი მუტაციები, რომ შემდეგ გაცილებით მეტი პრობლემა მოუტანოს კაცობრიობას. შეიძლება უკვე აცრილი მოსახლეობა იქცეს საფრთხედ – არავაქცინირებულთათვის. უპირველს ყოვლისა, კაცობრიობა მკვეთრად უნდა გაემიჯნოს გენმოდიფიცირებულ პრეპარატებს, რაც ამ კორონაისტერიის განუყოფელ ნაწილად იქცა და   იზრუნოს ტრადიციული ზემოქმედების ვაქცინის შესაქმნელად. მოსახლეობამ კი, უარი უნდა თქვას ისეთ ვაქცინაციაზე, რომელიც მედიცინის სფეროდან გავიდა და პოლიტიკად გადაიქცა!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

კომენტარები