ეს არის ნეოლიბერალებისგან ანუ ახალი ბოლშევიკებისგან წამოსული ისტერია! – მეუფე გიორგი:

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

გიორგი 

განცხადებას ავრცელებს:

– ის სრული ისტერია, რაც ნეოლიბერალებისგან ანუ ახალი ბოლშევიკებისგან არის წამოსული ეკლესიის წინააღმდეგ ყოვლად წარმოუდგენელ ფაზაში შევიდა და გაუგონარი სახე მიიღო.

პროპაგანდისტული სიცრუის მანქანება,რომელიც მასმედიის საშუალებით ხორციელდება მუდმივად და გეგმაზომიერად ცდილობს ჩვენს საზოგადოებაში შეიტანოს გაუგებრობა, ხალხს ეკლესიისადმი გაუჩინოს უნდობლობა და შელახოს მისი ავტორიტეტი.
არ საუბრობენ იმ მამობრივ მზრუნველობასა და ღვაწლზე რაც მეუფე სპირიდონმა მრავალი წლის განმავლობაში გასწია აღსაზრდელების მიმართ და დაუდასტურებელ “სავარაუდო “დარღვევებზე გვესაუბრებიან.
ამით აშკარა ხდება მათი მიზნები და მომავალი გეგმები. გვჯერა რომ უფალი ყველაფერს ნათელს მოჰფენს და სამართლიანობა იზეიმებს!
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისოპოსი
გიორგი. 07.06.2021.
კომენტარები