ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. გვიან ღამით ახალგაზრდების ჯგუფსა და 29 წლის კაცს შორის კონფლიქტი მოხდა, კაცმა ხელყუმბარა ისროლა. მამაკაცი  დაკავებულია.

ამ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები