საცემები და პატივ საცემები! – ბესო მიქავა:

იბერიულ–კავკასიური მოძრაობის თავმჯდომარე ბესო მიქავა “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში წერს:

 – საცემები და პატივ საცემები!

საცემები ხდებიან პირები, როცა პატივსაცემ ადამიანებს სცემენ!

საქართველოში ისტორიის მანძილზე პატივსაცემ ადამიანებად ითვლებოდნენ მეფეები, სახელმწიფო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები, მამულისთვის შეწირული გმირები, რომლებიც მუდამ გვერდით ედგნენ ქართველ ხალხს და  მუდამ ქართველი ერის კულტურის სადარაჯოზე იდგნენ. ამ პატივსაცემ ადამიანებს მედია ყოველთვის პატივსცემდა და მის სამსახურში იყო. და ამიტომ ჟურნალისტებს ყოველთვის ყველა პატივს სცემდა.

რატომ გახდა ეს პატივსაცემი ჟურნალისტები დღეს ნაცემები ქართველი ხალხის მიერ, იმიტომ რომ ისინი 30 წლის უკან აუჯანყდნენ პატივსაცემ ადამიანს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და იარაღით ხელში გვერდში დაუდგნენ კრიმინალებს, რომლებიც დაერივნენ ზვიად გამსახურდიას პატივისცემელ ადამიანებს.მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდნენ,ხვრეტდნენ,კლავდნენ, აუპატიურებდნენ,აპატიმრებდნენ,სცემდნენ ახშობდნენ და დღემდე ახშობენ მათ ხმას. უფრო მეტიც დღეს ეს ბანდიტები, მძარცველები ნაძარცვი ფულით გახდნენ დამფინანსებლები და მფლობელები ტელევიზიების და ამ ტელევიზიებში მომუშავე  ჟურნალისტების.

ზვიად გამსახურდია ბრძანებს:თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო,მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული,არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი.თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად  და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო,და მედროვენი და მოღალატენი კი გმირებად! სწორედ 30 წელიწადია ამას ემსახურებიან პუტჩისტი ჟურნალისტები.

,, ვინც  მახვილი   აღიღოს,   მახვილითვე    შეიმუსროს!”–ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

სიყვარული ურომლისოდაც შეუძლებელია თვით არსებობაც კი ქვეყნისა, რომლის გარეშეც ადამიანური ცხოვრება კარგავს აზრს, არის პირველყოვლისა სიყვარული ღვთისადმი იმ ღვთიურთა ჭეშმარიტებათა და მადლმოსილ გამოცხადებათა მიმართ, რომელნიც ადამიანს საშულებას აძლევს სძლიოს ცოდვა და მიოპოვოს მარადიული და ნეტარი ცხოვრება სამოთხის წიაღში. დღეს საქართველოს მზაკვარ  მტრებს, რომელთა სახელი ლეგიონია, სურთ სიყვარულის სახელით და დროშით ცოდვის მორევში გახვიონ ღვთისშობლის წილხვედრი საქართველო,რასაც ისინი ჟურნალისტების მეშვეობით ახორციელებენ.

შეუძლებელია მშვიდობა ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. სწორედ ეს ქონდა მხედველობაში უფალს, როდესაც ავალდებულებდა თავის მოწაფეებს განუწყვეტელი ბრძოლა ჰქონოდათ დამღუპველ ცდომილებებთან, ეტყოდა რა, არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა.  (მათე 10,34). წმინდა ჭეშმარიტების ამ სულიერ მახვილს უნდა ატარებდეს ყოველი ქრისტიანი და თუ ხედავს მშობლიური სიწმინდეების ხელყოფის მცდელობას უშიშრად იხმაროს იგი. სიცრუესთან ბრძოლაზე უფლის პირდაპირი შეგონება გვაქვს. “აწ …განჰყიდე სამოსელი შენი და მოიყიდე მახვილი . . .” ჭეშმარიტი ჟურნალისტები და ერის შვილები აი ამ მახვილით იყვნენ შეიარაღებულები მუდამ. დღეს მათ ჭეშმარიტების დამცველი  მახვილი გაყიდეს იუდას ოცდაათ ვერცხლად.

მაშ ასე, მათ სარწმუნოებრივი სიწმინდეების დაცვას თავი აარიდეს.  ხორციელი უძლურებისა და  მატერიალური გაჭირვების მომიზეზებით დატოვეს ბრძოლის ველი. ყალბად გაგებული “სიყვარული” აიფარეს და  რწმენის უარმყოფელის და მოღალატის უდიდეს ცოდვაში ჩავარდნენ.

დღეს აღარავისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოებას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთი შეერთებული შტატებით სათავეში დაუფარავად აცხადებს პრეტენზიებს პლანეტის დიქტატორობაზე,  გაეროს ჩარჩოებში ნათლად იკვეთება კონტურები მომავალი მსოფლიო მმართველობის ცალკეული სტრუქტურებისა,  რომელიც თავის მოღვაწეობაში ნატოს კოლოსალურ  სამხედრო ძალას ეყრდნობა,რომელსაც ბატონმა ზვიადმა ევრო–ამერიკული იმპერია უწოდა:“- ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ზოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით.“საბჭოთა კომუნისტური იმპერიის მსახურმა  ჟურნალისტებმა პირნათლად შეასრულეს ლოცვა–კურთხევა, რის საფასურად გახდნენ ევროამერიკული იმპერიის კარის მსახურები.

ერაყის აოხრება, იუგოსლავიის მოხრჩობა, მართლმადიდებელ სერბთა ბარბაროსული დაბომბვა (მართლმადიდებული საქართველოს ანექსია-ოკუპაცია 1991-1992-1993 წლები, რომელიც მათ მიერ “მოინათლა” დემოკრატიულ რევოლუციად,ხოლო 2003 წლის ნოემბრის შოუ ექსპერიმენტი,_ ასე უწოდა ჯ.სოროსმა, რევოლუციის მთავარმა დამფინანსემბელმა, კი ვარდების რევოლუციად, რომელშიც მთავარი როლი ითამაშა ტელევიზიამ და ის მაშინ მოინათლა  გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად. ამის შემდეგ „ხალხის „ ტელევიზიამ დაიწყო დაუნდობელი ომი ხალხის წინააღმდეგ. მან რეალური ამბებისა და რეალური პრობლემების განხილვის ნაცვლად დაიწყო არასასიამოვნო ფაქტების ფართოდ გახმაურებით მოსახლეობის ერთი ნაწილის აღელვების პროვოცირება, შემდეგ  კი ამ მღელვარების, მოსახლეობის მეორე ნაწილისთვის ტრანსილირება.ფაქტიურად ეს აღელვების პროცესი იწვევს საზოგადოების პოლარიზებას და არ აძლევს არცერთ მხარეს საშუალებას ყურადღება გაამახვილოს საზოგადოების ნამდვილ პრობლემებზე. სწორედ ამ პოლარიზების მსხვერპლად აქციეს ცოტნე გამსახურდია, რომელიც დღევანდელი მასმედიის წარმომადგენლის მიერ იქნა სამშობლოს მაღალატედ  და რუსეთის აგენტად შერაცხული და გასამართლებული.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ არ ვაპირებთ არავის ჩაქოლვას არავის ცემას არამედ ჩვენ გვინდა მათ დავასვათ დაღი მელიის ტვიფარისა,როგორც ეს კონსტანტინე გამსახურდიამ დიდოსტატის მარჯვენაში გადმოგქვცა:

ჩაქოლვა უნდოდათ, მაგრამ მელქისედეკმა შეივრდომა, ბოლოს მოვიდა ეზოსმოძღვარი ამროსი.

მელის ტვიფარით დადაღეთო ეშმაკის კერძი. ეგ ტვიფარი გაახურეს ცეცხლში, მელის სახით დადაღეს, როგორც მწვალებელი და სატანის თანაზიარი.

მწვალებლები გვყავსო მცხეთაში, ამიტომ არ გვშორდებაო ჟამი, ბოლოს პირუთვნელად ამხილა ფარსმან სპარსი, იგიაო მწვალებელთა მამამთავარი. გიორგი უფლისციხეში იყო. გააფთრებული ბრბო შინ მიეჭრა ფარსმანს, ჩაქოლვას უპირებდნენ, მაგრამ გაიოზ ბერმა მოუსწრო დავდაღოთო ეშმაკის თანაზიარი. გაახურეს სპილენძის ტვიფარი, მელის სახისა, შუბლზე დაარტყეს მწვალებელს.

საქართველოში მძვინვარებს ანტიქრისტესეული სული და ცდილობს გაბატონებას. გადაავლეთ თვალი ჩვენს დღევანდელ პანორამას, ბნელეთის ძალებმა ერთად მოიყარეს თავი, მაგრამ ყველას ერთად, როგორც ეკლესიაში მგლებს ცხვრის ქურქში, ისე ერისკაცებს სხვადასხვა ტიტულებითა და ფულით განებივრებულთ დაავიწყდათ ქრისტე დაავიწყდათ დედა სამშობლო დედა ენა და შარა გზაზა გავარდნილ ავაზაკებივით ძარცვავენ ხალხს როგორს ფიზიკურად ისე სულიერად!

ეს მუტანტები ,,სიტყვას- “თავისუფლება, სიყვარული”იყენებენ ადამიანების საცდუნებლად,რამეთუ მერე ისინი გამოიყენონ საზარბაზნე ხორცად   ყოველგვარი ძალის წინააღმდეგ საბრძოლველად, ყოველგვარი ხელისუფლების წინააღმდეგ, დაე თუნდაც ეს ხელისუფლება ღვთაებრივი და ბუნებრივი იყოს.

და ბოლოს მინდა მინდა მოგმართოთ ალექსი ბერი შუშანიას სიტყვებით:“ ხოლო თქვენ, კრებულნო უსირცხვილობისანო ორთავ სოფლის საწუნარნო და საზიზღარნო როსკიპნო! ვაი არს თქვენდა სამარადისოდ განმზადებული, უკეთუ არა მოისპოთ და არ დაუტევოთ ეგ თქვენი საძაგლობა! საცოდავნო, ცდომილნო დანო! დაუტევეთ ეგ საზიზღარი არა  წმინდება სჯულის წინააღმდეგი და ბუნების გარდამეტებული პირუტყვზე უპირუტყველესობა. განეშორეთ, მოისპეთ და შეინანეთ და ღმერთი, მამა სახიერებისა, უძღები შვილის მიმღები შეგიწყნარებს და მოგიტევებს ამ საძაგელ უსჯულოებას და იქმნებით გამოხსნილ საუკუნო ცეცხლისაგან უკეთუ არა მოსპოთ, დაუსრულებელი ტანჯვა მოგელით და ვითარცა თივა განხმელი შეგჭამნეთ გეენიამან.

გიხსნას უფალმან ღმერთმან, საცოდავნო დანო და განგათავისუფლოს ეშმაკის მოწაფეობისაგან და მოგცეს სინანულისა დღე განსაწმენდელად მრავლად შეყროლებული და არა-წმინდა გვამისა თქვენისა, რათა ითქვას თქვენთვისცა: `მომკვდარიყო და განცოცხლდა, წაწყმედულ იყო და იპოვო.~

 

კომენტარები