„სუფ­რა­ზე მყო­ფი ყვე­ლა პირი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი იყო“ – ამირან გამ­ყრე­ლი­ძე თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ამირან გამყრელიძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფოტოებთან დაკავშირებით აცხადებს:

-„ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად 24 სექ­ტემ­ბერს წი­ნან­დალ­ში, ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სა­კი­თხებს ეხე­ბო­და. 25-ში გახ­ლდით სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­სა და ვე­ლის­ცი­ხე­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებ­ზე. ავ­ცე­რით ასე­ვე მსურ­ვე­ლე­ბი. და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ღვი­ნის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ით დამ­ზა­დე­ბის მუ­ზე­უ­მი-მა­რა­ნი, ვი­სა­დი­ლეთ ღია სივ­რცე­ში შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით. ყვე­ლა გახ­ლა­ვართ სრუ­ლად აც­რი­ლე­ბი. მა­რან­მა გა­და­ი­ღო რამ­დე­ნი­მე სა­მახ­სოვ­რო ფოტო“.

ამირან გამ­ყრე­ლი­ძის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში სა­დი­ლის ამ­სახ­ველი ფო­ტო­ები სტუ­დია „მო­ნი­ტო­რმა” გაავ­რცე­ლა.

კომენტარები