16 ივლისი – კონსტანტინოპოლის პატრიარქის ანატოლის ხსენების დღე

ალექსანდრიაში, IV საუკუნის მიწურულს დაიბადა წმინდა ანატოლი, მომავალი პატრიარქი კონსტანტინოპოლისა. ახალგაზრდობაში ფილოსოფიურ სწავლებებით იყო გატაცებული, მოგვიანებით კი ცხოვრება ქრისტეს დაუკავშირდა და საღმრთო მსახურება ირჩია. ჯერ კიდევ დიაკვანი იყო, როდესაც კირილე ალექსანდრიელის თანმხლებთა შორის მოხვდა მსოფლიო საეკლესიო III კრებაზე, ეფესოში (431წ.). ამ კრებაზე ქრისტეს ეკლესიამ ნესტორის ცრუ სწავლება დაგმო.

პატრიარქ ანატოლის მონაწილეობით ქალაქ ქალკედონში შედგა IV მსოფლიო კრება, რომელმაც ქრისტოლოგიური დოგმატის ამომწურავი სარწმუნოებრივი განსაზღვრება დაადგინა.

კომენტარები