დავით მარტიაშვილი: საქართველოში რევოლუციის მოსახდენად სააკაშვილი ოლიგარქმა კოლომოისკიმ დააფინანსა!

ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ეს ინფორმაცია რაც არა თუ მართალია არამედ საშიშიც არის მითუმეტეს იმ პირობებში როცა მითვალთვალებენ იქ, სადაც ვარ.
ხალხნო, დიდხანს არ შევჩერდები იმაზე, თუ დღეს ვინ “იგლიჯავს ვენებს” პატრიოტობაზე – ნაცები, გეები, ლიბერასტები –  თუ საქართველოს ამათზე მეტი პატრიოტი არ ჰყავს დაღუპული ყოფილა  საქმე. მოკლედ ხალხი ბრძენია და დასკვნებს თვითონ გაკეთებს  ჩემი ნათქვამის შემდეგ.

ქართული ოცნების უნიათო მართველობის შედეგად ქვეყანა ამ ორი ბოროტი ძალის ძიძგილაობის პოლიგონად გადაიქცა, ხოლო ხალხი ინსტრუმენტად მათი მიზნების მისაღწევად.

ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა ხალხი მუდმივად შანტაჟის ქვეშ ემყოფებინა, როდესაც სხვა არჩევანი არ არსებობს და იძულებულები ვართ ცუდსა და ძალიან ცუდს შორის არჩევანი ვაკეთოთ, მაგრამ ის რაც დღეს საქართველოში ხდება გასცდა ივანიშვილის სტრატეგიას და ქვეყანა კატასტროფისკენ მიაქენებს.

ჯერ კიდევ შარშან  ამ პროცესებზე ბევრს ვწერდი და განსაკუთრებით იმაზე, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე იყო დამოკიდებული საქართველოს ბედი.
უმრავლესობა ვერ იგებდა რა შუაში იყო უკრაინა საქართველოსთან და დღესაც ვერ გაუგიათ რა გავლენა იქონია ამ შედეგებმა საქართველოზე.

უკრაინაში არჩევნების შედეგად სათავეში მოვიდა 100% პრორუსული ძალა, მოკლედ რომ ვთქვათ, 2014 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში გადახვეწილი იანუკოვიჩის ხალხი უპრობლემოდ ბრუნდება უკან, წყდება მათზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და ისინი უკვე იკავებენ კიდეც, ზელენსკის კარზე თანამდებობებს. დანარჩენები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ზელენსკის პარტიული სიებით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ფაქტობრივად, მოხდა რევანში და რუსეთმა ომის გარეშე მიიღო უკრაინა, რითაც საფრთხე შეექმნა სამხრეთ ევროპას.

ამ ხმაურში პუტინის სარკაზმული საჯარო მითითებით, ზელენსკიმ უკრაინული კანონმდებლობის დარღვევით სააკაშვილს აღუდგინა მოქალაქეობა და არათუ დაბრუნა  უკრაინაში არამედ იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზეც განიხილებოდა, რასაც ეწინაღმდეგებოდა იულია ტიმოშენკო და რეგიონალი ბოიკო.იმიტომ რომ მომავალ პარლამენტში მათან კოალიცის გარეშე ზელენსკი ვერ შექმნის კონსტიტუციურ უმრავლესობას და ამ ორი კანდიდატიდან ყველაზე მეტი შანსი აქვს იულია ტიმოშენკოს, ხალხი არ მიღებს პრემიერად ბოიკოს და დიდი ალბათობით,  ამის გამო,შესაძლოა მაიდანის სისხლისღვრა განმეორდეს.

საკაშვილმა ჩვეული რიხითა და დორბლის ფრქვევით დაიწყო თავისი მოღვაწეობა, რეპრესიების მუქარებით ართობდა თავის ელექტორატს და ზოგიერთებს მესია და უკრაინის გადამრჩენელი დღემდე ჰგონიათ.

მოულოდნელად, სააკაშვილი რამდენიმე დღით გაუჩინარდა. აღმოჩნდა, რომ უკრაინის  ცესკომ მისი პარტია არ დარეგისტრირა, ხოლო,  მის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრულა. მოკლედ,  მიხოს მოუწია შადრევნებზე გადარბენა და წუწაობა, რათა როგორღაც  ჯამბაზ ზელენსკის “უვაზელინოდ შეტენვოდა” .  სააკაშვილს იმით გაუმართლა,  რომ ირანსა და ამერიკას შორის უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა და ნებისმიერ წუთს შესაძლებელია დაიწყოს ომი, ხოლო ამერიკას სჭირდება აეროდრომები, ირანის დაბომბვის მიზნით, თვითმფრინავების ასაფრენად. თურქეთმა დელიკატურად უთხრა უარი ამ მისიაზე,   რეგიონში აღნიშნული ფუნქციის შესასრულებად ყველაზე ხელსაყრელი ადგილი საქართველოს გარდა აღარავინ რჩება.

ამ სიტუაციაში სააკაშვილი პუტინის ჯოკერი აღმოჩნდა. მას პირადად კოლომოისკიმ დიდძალი თანხა გამოუყო, რათა საქართველოში რევოლუცია მოაწყოს და იქ პოზიციები გაიმყაროს.

შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში კოლომოისკი და ზელენსკი უბრალოდ გამტარები არიან და ფული ისევე რუსეთისაა. ფაქტი ჯიუტია, სააკაშვილს გაუხსნეს ხელ-ფეხი და მისცეს სრული კრტბლანში – ღიად უხემძღვანელოს გადატრიალებას.

 თავს ნურავინ მოიტყუებს, რომ გახარიას გადადგომით რაიმე შეიცვლება. შეიცვლება მხოლოდ ის რომ სააკაშვილი მიღებს შემდეგ ტრანშს (ლაპარაკია 100 მილიონ დოლარზე) რადგან გახარიას მოცილება ჩაითვლება შედეგად.

რაც ახლა გითხარით, ვიცი, ამის გამო რამდენ სიბინძურეს დამაფრქვევენ თავზე, შეიძლება მოკვლაც დამიპირონ, აკი,  2015 წლიდან  არა ერთხელ სცადეს, მაგრამ მაინც არ შემეძლო ჩემი სათქმელი არ მეთქვა.

საქართველო ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება, მაგრამ სამწუხაროდ, გინდ ივანიშვილი, გინდ სააკაშვილი – ხალხის ბედსა და უსაფრთხოებას არაფრად აგდებენ, ოღონდაც, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ.

სააკაშვილი ყველაფრს აკეთებს რათა სისხლი დაიღვაროს. მან 20 ივნისს მოატყუა და შეაგულიანა თავის აქტივისტები პარლამენტზე შტურმის დასაწყებად, უსისხლოდ ხომ, ის ხელისუფლებაში  ვერანაირად დაბრუნდება.

ერო, ახლა გვჭირდება გონიერების გამოჩენა! ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რათა სისხლის ღვრა თავიდან ავიცილოთ. ნურავინ გახდებით ნაცების მიზნების მისაღწევად ინსტრუმენტი, “ქართულ ოცნებაზე” განაწყენებაც გვერდით უნდა გადავდოთ, იმ მიზნით, რომ სააკაშვილის მიზნები არ ასრულდეს, ხოლო შემდეგ, არჩევნებზე – ორივე, ოცნებაც და ნაცებიც გასახვეტია ერთხელ და სამუდამოდ!

სააკაშვილი და კოლომოისკი ბჭობენ
კომენტარები