17 ივლისი – წმინდა ანდრია კრიტელის ხსენების დღეა

VII საუკუნეში, სირიის ქალაქ დამასკოში, ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა ერთი ვაჟი, რომელიც 7 წლის ასაკამდე ისე მივიდა, რომ ვერ ლაპარაკობდა. მას ერქვა ანდრია. პირველი სასწაული მის ცხოვრებაში, სწორედ 7 წლის ასაკში მოხდა, როდესაც იგი აზიარეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მან საუბარი დაიწყო. ამ სასწაულის მხილველი ანდრია უფლის სიყვარულით და სულიწმინდით აღივსო, ყრმობის ასაკიდან დაიწყო წმინდა წერილის კითხვა და ღმრთისმეტყველების შემეცნება.

14 წლის იყო როცა იერუსალიმში ჩავიდა და საბა განწმენდელის მონასტერში ბერად აღიკვეცა. თავმდაბლობით გამორჩეული მკაცრი ასკეტი, თავშეკავებული ცხოვრებით ყველას აკვირვებდა. თავისი გონიერებისთვის, ნიჭისთვის და შრომისმოყვარეობისთვის იერუსალიმის საპატრიარქო მდივნად დანიშნეს. 680 წელს წმინდა ანდრია მთავარდიაკვანი გახდა.

მერვე საუკუნის პირველ მეოთხედში, წმინდა მთავარეპისკოპოსი ანდრია უფალს მიეახლა. მისი გარდაცვალების თარიღს ეკლესიის ისტორიკოსნი ზუსტად ვერ მიუთითებენ, ზოგნი 712 წელს, ზოგიერთნი კი 726 წელს ასახელებენ.

კომენტარები