„17 მაისს „თბილისი პრაიდის“ ონლაინ აქციაში სახალხო დამცველიც ჩაერთვება, მონაწილეობას მიიღებს. მიმართვები მთავრობის სხვადასხვა წევრს გაეგზავნა“

-„17 მაისს ლგბტ ადამიანები და თემის მხარდამჭერები აივნებზე ლგბტ-სიმბოლოს – ცისარტყელას ფერებში დროშებს გადმოფენენ.

ყველა იმ პირს, ვისაც სურვილი აქვს აღნიშნულ კაპმანიაში მიიღოს მონაწილეობა, „თბილისი პრაიდი“ ცისარტყელას ფერებში დროშებს მიაწვდის. ამავდროულად, 17 მაისის აქცია ონლაინ სივრცეში მოეწყობა.

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, გადავწყვიტეთ, 17 მაისი ონლაინ სივრცეში გადაგვეტანა.  წელს კანონით არის აკრძალული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა. ვიჩენთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, საჯარო სივრცეში არაფერს ვგეგმავთ. ონლაინ სივრცე დამატებით შესაძლებლობას ქმნის, რომ უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს, რეგიონებში მყოფ პირებს უფრო მარტივად და უსაფრთხოდ შეგვიძლია, ველაპარაკოთ… ანუ ეს იქნება ერთგვარი ონლაინ აქცია. 

ონლაინ აქციაზე საუბარი იქნება კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე, რომლების წინაშეც ლგბტ თემი დადგა. 17 მაისის ონლაინ აქციაში ჩაერთვებიან სხვადასხვა რელიგიური ფიგურები, პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ონლაინ აქციაში სახალხო დამცველიც ჩაერთვება, მონაწილეობას მიიღებს. ამავდროულად, წინა 17 მაისებისგან განსხვავებით, წელს პირველად ველოდებით, რომ მთავრობის წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ აქციაში. 

აქციაში მონაწილეობის მისაღებად შედგენილი მიმართვები მთავრობის სხვადასხვა წევრს გაეგზავნა, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე კომიტეტს, „ქართული ოცნების“ ჯგუფიდან, კონკრეტულად, სოფიო კილაძეს. „თბილისი პრაიდი“ იმედს გამოთქვამს, რომ 17 მაისის აქციაში მმართველი გუნდიც მიიღებს მონაწილეობას, თუნდაც მათი ერთი წარმომადგენელის ჩართულობით“, – „თბილისი პრაიდის“ დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა, „ტვ პირველის“.

17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ონლაინ დემონსტრაცია იგეგმება.

კომენტარები