5 ივლისი მსოფლიოში

  • 1439 წლის 5 ივლისს – მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების შეერთების ფლორენციულ უნიის აქტს ხელი მოეწერა.

  • 1841 წლის 5 ივლისს – ტომას კუკმა მსოფლიოში პირველი ტურისტული სააგენტო გახსნა.

  • 1865 წლის 5 ივლისს – ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური შეიქმნა.

  • 1924 წლის 5 ივლისს – პარიზში VIII საზაფხულო ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

  • 1946 წლის 5 ივლისი – ბიკინის დაბადების დღედ ითვლება – პარიზის მოდების ჩვენებაზე ეს ქალთა ახალი საბანაო კოსტიუმი პირველად იქნა წარმოდგენილი.

ამ დღეს დაიბადნენ:

გერმანელი სოციალისტი, ქალთა უფლებების დამცველი – კლარა ცეტკინი,

ფრანგი, მწერალი, პოეტი, დრამატურგი, რეჟისორი და მხატვარი – ჟან კოქტო,

ფრანგი ბანკირი, მთარგმნელი და ჯურნალისტი, მსოფლიოში პირველი საინფორმაციო სააგენტოს “Havas” შემქმნელი – შარლ-ლუი ჰავასი,

ხოლო ამ დღეს გარდაიცვალნენ:

ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის სამეცნიერო აკადემიის წევრი – ჟოზეფ ლუი პრუსტი,

ესპანელი ფეხბურთელი – პაულინო ალკანტარა.

 

კომენტარები