18 იანვარს, თამარ გვერდწითელის დაბადების დღეა. მომღერალს 58 წელი შეუსრულდა

18 იანვარს, თამარ გვერდწითელის დაბადების დღეა. მომღერალს 58 წელი შეუსრულდა.

1962 წლის 18 იანვარს დაიბადა ქალაქ თბილისში. ის არის ქართველი, საბჭოთა და რუსეთის, ისრაელის მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, საქართველოსა (1989) და რუსეთის სახალხო არტისტი (2004).

დღესდღეობით თამარ გვერდწითელი დნეპროპეტროვსკის ოპერის სცენაზე ასრულებს კარმენის პარტიას მსოფლიოში სახელგანთქმულ ტენორ ვლადიმერ გრიშკოსთან დუეტში; იგივე ოპერის მოსკოვში დასადგმელადაც ემზადება დირიჟორ ვლადიმერ ზივასთან ერთად. თამარს იღებენ კინოში, იგი მუშაობს რუსული აკადემიის თეატრში მიუზიკლზე “ადამიანი ლამანჩიდან” ვლადიმერ ზელდინთან ერთად. აქტიურად აწყობს გასტროლებს.

სიმღერებს ასრულებს რვა ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად, ინგლისურად, ძველებრაულად, უკრაინულად.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1984 წელს; ამავე კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1990 წელს.

1971–1979წწ. იყო თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ვოკალურ–საკრავიერი ანსამბლის “მზიურის” სოლისტი; 1984–1995წწ. იყო საქართველოს ტელე–რადიოს საესტრადო სიმფონიური ორკესტრის სოლისტი; 1991 წელს გვერდწითელი თავისმა ფრანგმა აგენტმა პარიზში მიიწვია, სადაც მიშელ ლეგრანი და ჟან დრეჟაკი გაიცნო. სწორედ იმხანად დაიდო მისი პირველი კონტრაქტი ლეგრანთან და პარიზის “ოლიმპიაში” მისი პირველი კონცერტიც გაიმართა; მოღვაწეობს რუსეთში. კონცერტებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. არის არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული, მათ შორის: ბიჭვინთის რესპუბლიკური ფესტივალი “ბიჭვინთა–77” (1977), საკავშირო სიმღერის ფესტივალი (დნეპროპეტროვსკი, 1981), სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი “სოჭი–81” (1981), დრეზდენის შლაგერ–ფესტივალი (1982), სიმრერის საერთაშორისო კონკურსის “ოქროს ორფეოს–88” I პრიზი (ბულგარეთი,  1988) და სხვ. ესტრადის მომღერალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 – რუსეთის სახალხო არტისტი
  • 1989 – საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1984 – საკავშირო კომკავშირის პრემია
  • 1983 – საქართველოს კომკავშირის პრემია

 

კომენტარები