„18 წლის შემდეგ მის მშობელს უწევს სასამართლოებში სიარული და იმის დამტკიცება, -ერთადერთი მზრუნველია, რათა დახმარება მიიღოს. ეს არის სერიოზული“-კახა კახიშვილი

-„მოსახლეობასთან შეხვედრებზე როცა დავდიოდი, ძალიან ბევრი წუხილი მოვისმინე ადამიანებისგან, რომლებსაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები. ფაქტობრივად, ნონსენსია, როცა 18 წლამდე ასაკის ადამიანი იღებს სახელმწიფო დახმარებას, 18 წლის შემდეგ მის მშობელს უწევს სასამართლოებში სიარული და იმის დამტკიცება, -ერთადერთი მზრუნველია, რათა დახმარება მიიღოს. ეს არის სერიოზული პრობლემა ადამიანებისთვის, – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრს მოუაროს, თუ სასამართლოებში იაროს და ცნობები წარადგინოს. ხომ არ შეიძლება, გამარტივდეს ეს პროცედურები. მით უმეტეს, როცა იზრდება ადამიანი, ხარჯი უფრო მეტია. ლოგიკას მოკლებულია, თუ 18 წლამდე არ სჭირდება სასამართლო, 18 წლის ასაკის შემდეგ, რატომ არის ეს საჭირო“, – განაცხადა დეპუტატმა, კახა კახიშვილმა.

კომენტარები