1861 წლის 14 ივლისს ლუკა რაზიკაშვილი – დიდი ვაჟა-ფშაველა დაიბადა

1861 წლის 14 ივლისს ქართველი მწერალი ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა. მწერლის ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველაა. ვაჟა-ფშველა მალევე გახდა ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები ბევრ ენაზეა ნათარგმნი.
“მამას ჩარგალი უყვარდა. ყვავილებიდან ყველაზე მეტად ია უყვარდა. მოკრეფდა რამდენიმე ღერს და ყნოსავდა ხოლმე. მეც გავიდოდი ტყეში, მოვკრეფდი იებს, შევკრავდი კონად და მივართმევდი, როცა იგი ფანჯარასთან იჯდა და გატაცებით წერდა. წერის დროს სარკმელი ხშირად ღია ჰქონდა. გარედან გადავაწოდებდი ხოლმე იის კონას. სიხარულით ჩამომართმევდა, მაშინვე წყლიან ჭიქაში ჩადებდა და იქვე ახლოს, მაგიდაზე ან სარკმელზე დადგამდა. მე უმალ მოვცილდებოდი ხოლმე ფანჯარას, რომ მამას წერაში ხელი არ შეშლოდა.” ვახტანგ რაზიკაშვილი.
“გორის საოსტატო-სამასწავლებლო სემინარისთან არსებულ სამაგალითო სკოლაში ვსწავლობდი. ლუკა რაზიკაშვილი, ,მეორედ თუ მესამედ უფრო ახლოს ვნახე სემინარიის ეზოში. საითაც წავიდოდა ჩვენც იქით მივდევდით, უფრო კარგად რომ გაგვეგონა მისი ლაპარაკი და ფშაური კილო. ამხანაგები დიდ პატივსა სცემდნენ. სკოლის ამხანაგი, მათე წივწივაძე ვაჟას დაარტყამდა ხელს ბექობივით ამობურთულ მკერდზე და ეუბნებოდა : ,,ამან უნდა იცოცხლოს დიდხანსო!” – მოგიკვდეთ ლუკა რაზიკაშვილი, თუ არ გასახელოთო ,- მიუგებდა ვაჟა. ნათქვამი ასრულდა“. შიო მღვიმელი

,ვაჟაფშველა” პეტერბურგში თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა. ,,ვაჟა” ფშავ-ხევსურეთში ვაჟკაცს ნიშნავს. დიმიტრი ხან ,,ვაჟას” ეძახდა, ხან ,,ფშაველას”.მერე შეაერთა და ვაჟა-ფშაველა” დაუძახა. გიგა ყიფშიძემ როგორც გადმოგვცა, რედაქციაში ჩამოვიდა ილია, ყურში კალამგადებული და აღტაცებით გვითხრა: ,,დაგვებადა , დაგვებადაო!”. შემდეგ გამოიღო ყურიდან კალამი, ვაჟას პოემა გადმოგვცა ,,მოხუცის ნათქვამი ” და თქვა : ,,დღეიდან მე თავისუფალი ვარ, დაგვებადა უნიჭიერესი მგოსანი. პოემა ხვალისთვის დაბეჭდეთ მთლიანად, არ გაწყვიტოთო”. თანამშრომლები გაოცებული დავრჩით ასეთი საქციელით, მწერლის დაფასება-ქებაში ილია ძალიან ძუნწი იყო.” შიო მღვიმელი

კომენტარები