არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილის ფსიქოპათოლოგიური სინდრომი

წმიდა დიდმოწამე გიორგი ძლევაშემოსილის ხსენების დღე ერთადერთი დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერს, როცა ის ბორბალზე აწამეს, და 6 მაისს, როცა წმინდანს თავი მოკვეთეს. საქართველოში 23 ნოემბერი ასევე ეროვნული დღესასწაულია, რადგან წმინდა გიორგი ქვეყნის ზეციურ მფარველად ითვლება და დიდმოწამის საგვემელ ბორბალზე წამების ხსოვნის დღესასწაული დააწესა საქართველოს განმანათლებელმა – წმიდა მოციქულთა ტოლმა ნინომ. სააკაშვილმა გაითვალისწინა ქართველების ტრადიციული სიყვარული სიმბოლური დამთხვევებისადმი, როცა 2003 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუცია“ ოაწყო.

ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე, 2021 წლის 23 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორე გიორგობის“ ქადაგებაში სააკაშვილი იგულისხმა, როცა საღვთო სიბრძნეს წარმოთქვა:

„… განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება... „ჰე, უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა!““.

„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წელი გავიდა, სააკაშვილის რეჟიმის მმართველობიდან – 9 წელი, და 2 თვე, რაც სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ დანაშაულს მაინც ვერ გრძნობს, არ ინანა და არ მოინანია ცოდვები. ამიტომ ნაადრევია მის გამოსწორებაზე საუბარი. ისევე, როგორც სააკაშვილის ფაქტორის უგულებელყოფა, რაც დასტურდება აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში განვითარებული დესტრუქციული პროცესებით.

 

ინძური ცეკვები

   საკრალური მნიშვნელობა შეიძინა ფილმ „მონანიების“ მთავარი გმირის – ვარლამ არავიძის ცხედრის საფლავიდან ამოთხრისა და კუბოს ირგვლივ ვარლამის რძლის – გულიკოს ცეკვის ამსახველმა სცენებმა. ქართულ პოლიტიკაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა უხამსი ტრადიცია – გარდაცვლილთა სახელების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, იმის გათვალისწინებით, რომ მკვდრები ტიფარი სიცრუის უარყოფას ვერ შეძლებენ

23 ნოემბერს სააკაშვილის ტელეკომპანიამ, რომელიც 20 წელია სიმსივნესავით მოედო ქართველი ხალხის ცნობიერებას, ეთერში ბურჯანაძე მიიწვია, იმიტომ, რომ ჟვანია საფლავშია, სააკაშვილი კი ციხეში. სირცხვილი იყო იმ ტყუილების მოსმენა, თითქოს ბურჯანაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ვარდების რევოლუციაში“, წაუყენა პირობები ჟვანიას და შევარდნაძეს (რომლის ოჯახისერიოზულად არასოდეს აღიქვამდა „ანზორის გოგოს“), ანდა ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. ჟვანიამ ბურჯანაძე თავის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნა (ოპერაცია „მონიშნული ბიულეტენები“ ჩემს თვალწინ დილამდე გაგრძელდა), და ბურჯანაძე ავტომატურად გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შევარდნაძის “სახლ-ში!” წასვლის შემდეგ. „ვარდების რევოლუციის“ პროექტს აკონტროლებდა ჟვანია, რომელმაც ამერიკიდან ჩამოყვანილ ეგზოტიკურ სააკაშვილს რეკომენდაცია გაუწია პროექტის ლიდერის როლში, რომელსაც პროექტის დასრულების შემდეგ ეს ადგილი ჟვანიასთვის უნდა დაეთმო. მაგრამ ამის შესახებ სააკაშვილს ამერიკის შეერთებული შტატებიდან აცნობეს, რადგან ჟვანია უკვე ძალიან მიუახლოვდა „კრემლის კედლებს“, სააკაშვილმა იეჭვიანა თავის მასწავლებელზე მოსკოვის მიმართ და მოკლა იგი. რაც შეეხება ბურჯანაძეს: „რევოლუციურ სამეულში“ ნინო არასოდეს ყოფილა „მოციქულთა ტოლი“, ის მხოლოდ სააკაშვილის ფსიქოპათოლოგიური სინდრომის დასაფარად შექმნილი შირმა იყო!

აქ წერტილს დავსვამ, რადგან წასულებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან არაფერს, ხოლო  „ცხედრებთან ცეკვას“, ზოგიერთი უზნეო პოლიტიკოსივით, არ ვაპირებ.

  ვის სურს დღეს სააკაშვილის “ცხედართან ცეკვა”, ანუ ვისთვის მოაქვს სარგებელი, რომ ის არა ციხეში, არამედ მიწაში იყოს? წაიკითხეთ ქვემოთ.

 

სააკაშვილის ფსიქოპათოლოგიური სინდრომი თუ ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი?

   სააკაშვილი კლასიკური ფსიქოპათია, რასაც მოწმობს ფსიქოპათიის ოცი საყოველთაოდ ცნობილი ნიშანი:

  1. ზედაპირული შარმი, ზედაპირული ხიბლი.
  2. ეგოცენტრიზმი, საკუთარი სიდიადისა და განსაკუთრებული მნიშვნელოვნების რწმენა.
  3. მუდმივი ფსიქიკური აღგზნების მოთხოვნილება.
  4. პათოლოგიური ცრუპენტელობა და თაღლითობისკენ მიდრეკილება.
  5. ვერაგობა, მიდრეკილება მანიპულაციისკენ.
  6. დანაშაულისა და სინანულის გრძნობის არარსებობა.
  7. ემოციური ზედაპირულობა.
  8. გულქვაობა, ემპათიის არარსებობა.
  9. პარაზიტული ცხოვრების წესი.
  10. ფეთქებადობა, სუსტად კონტროლირებადი მრისხანების შემოტევები.
  11. სექსუალური გარყვნილება.
  12. ქცევითი პრობლემები 12 წლის ასაკამდე.
  13. რეალისტური გრძელვადიანი დაგეგმვის უუნარობა.
  14. იმპულსურობა.
  15. უპასუხისმგებლო მშობლის პოზიცია.
  16. განმეორებითი ქორწინება, პარტნიორების ხშირი შეცვლა.
  17. 15 წლის ასაკამდე მოზარდის სამართალდარღვევები.
  18. დარღვევები სასჯელის ან გათავისუფლების დროს.
  19. უპასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებთან და საქციელთან მიმართებაში.
  20. ათიდან რამდენიმე პოზიციის არსებობა ანამნეზში: ქურდობა, ძარცვა, ნარკოტიკების მოხმარება, თავისუფლების აღკვეთა, მკვლელობა ან თავდასხმა, იარაღის უკანონო შენახვა, სექსუალური ძალადობა, დანაშაულებრივი გაუფრთხილებლობა, თაღლითობა, თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გაქცევა.

   სააკაშვილს აქვს ფსიქოპათიის ზემოაღნიშნული ოცივე ნიშანი და დაე სააკაშვილის ოჯახის წევრებმა ან მისმა ექიმებმა, რომლებიც ამცირებენ გორის საავადმყოფოსა და გლდანის რესპუბლიკური ციხის ექიმების პროფესიონალიზმს, დაასახელონ ერთი ნიშანი მაინც, რომელიც მას არ აქვს! სამაგიეროდ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია თითოეულ პუნქტზე საქართველოს ექსპრეზიდენტის ანომალიური ქცევის კონკრეტული მაგალითების მოყვანა.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ციტატას სამედიცინო ლიტერატურიდან, რომლებიც მკითხველს შოკში ჩააგდებს – იმდენად ზუსტად ემთხვევა ისინი სააკაშვილის ფსიქოლოგიურ პორტრეტს: ფსიქოპათია შეიძლება განვითარდეს ბავშვობაში… კრიმინალი ფსიქოპათები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სადიზმისა და რეციდივისკენ, ვიდრე სხვა დამნაშავეები. ოსტატურად იტყუებიან და ინიციატივას იღებენ დაკითხვების დროს… ფსიქოპათს არ ძალუძს ღრმად განიცადოს ისეთი რთული ემოციები, როგორიცაა მიჯაჭვულობა, დანაშაულის გრძნობა და სიხარული, მაგრამ ამის მიუხედავად, ფსიქოპათს შეუძლია გამოიყურებოდეს “მომხიბლავად”, ემოციების სარწმუნო იმიტაციის განვითარებული უნარის წყალობით… არიან სუბკლინიკური ფსიქოპათები, რომლებიც აღწევენ კარიერულ ზრდას, ფსიქოპათიური ხასიათის თვისებების წყალობით, რომლებიც სხვების მიერ შეცდომით ლიდერობის თვისებებად აღიქმება, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს”.

   კარგი, ოჯახის წევრები დაინტერესებული პირები არიან, მაგრამ რატომ დუმან ამაზე ექიმები – სააკაშვილის კონსილიუმის წევრები? ყველაფერი ძალიან მარტივიაკონსილიუმი დაკომპლექტდა პოლიტიკურნიშნით – ყველა ექიმი ნაციონალიდა სააკაშვილის თაყვანისმცემელია, ამიტომ არ აღიარებენ, რომ მათი ლიდერი სულიერად დაავადებულია! რაც შეეხება კონსილიუმის ხელმძღვანელს, სააკაშვილის პირად ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძეს, მან მოიპარა და სააკაშვილთან განაწილა ივანიშვილის ქართუ ფონდის მიერ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 50 მილიონი დოლარი, რისთვისაც სააკაშვილმა საავადმყოფოს მისი სახელი უწოდა, ხოლო მისი შვილი ამ საავადმყოფოს დირექტორად დანიშნა. მაგრამ იმისათვის, რომ როგორმე აეხსნათ სააკაშვილის არაადექვატური საქციელი, რამაც შოკში ჩააგდო არა მხოლოდ მისი ადგილობრივი გულშემატკივრები, არამედ უკრაინელი ადვოკატებიცა და დიპლომატებიც, სააკაშვილის ექიმებმა მოიგონეს ლეგენდა, რომ ის დაავადებულია არა პიროვნების პათოლოგიური აშლილობით, არამედ “უფრო წესიერი” ვერნიკე-კორსაკოვისინდრომი, უფრო სწორად – ვერნიკეს ენცეფალოპათიით, რომელიც მკურნალობის გარეშე კორსაკოვის სინდრომში გადაიზრდება.

   ცნობისთვის: ენცეფალოპათია არის თავის ტვინის დიფუზური დაზიანება, პათოლოგიურ პროცესს თან ახლავს ცალკეული ნეირონების სიკვდილი და მათ შორის კავშირების განადგურება. სამედიცინო დახმარების არარსებობის შემთხვევაში, ეს იწვევს მდგომარეობის პროგრესულ გაუარესებას პიროვნების სრულ დეგრადაციამდე. ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი ვითარდება ალკოჰოლიკებში და სხვა ადამიანებში თიამინის (ვიტამინი B1) დეფიციტის გამო, რომლის ღვიძლში დაგროვებას ხელს უშლის ალკოჰოლი. ვერნიკეს ენცეფალოპათია, გარდა ცნობიერების დაბინდვისა, იწვევს წონასწორობის დაკარგვას, ძილიანობას, ბარბაცისკენ მიდრეკილებას და თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევას.

 

გაუმარჯოს ედუარდ მეორეს!

სააკაშვილის სამომავლო გეგმების გამოსათვლელად მის შავ-თეთრ პორტრეტს სამედიცინო ლიტერატურიდან რამდენიმე ფერადი შტრიხი უნდა დაემატოს.

დასავლეთი: სააკაშვილმა ფარულად შეაღწია საქართველოში სატვირთო კონტეინერით, იმ იმედით, რომ ეფექტურად გამოჩნდებოდა რუსთაველზე 2–3 ოქტომბრის ღამეს, როგორც ბადრი პატარკაციშვილი გამოჩნდა 2007 წლის ნოემბერში გამართულ აქციაზე. მიზანი წინა დღეს ჩატარებული არჩევნების გაყალბების საბაბით „ვარდების რევოლუციის“ სცენარის გამეორება იყო. მაგრამ სააკაშვილისა და მისი “ფერადი რევოლუციების” მოდა დიდი ხანია გავიდა, ახლა სანქციები და ჰიბრიდული ომის მეთოდები გამოიყენება, ამიტომ არც ერთ დასავლელ ლიდერს აზრადაც არ მოსვლია, მხარი დაეჭირა რეციდივისტის – პროვოკატორი სააკაშვილისთვის. კოლექტიურმა დასავლეთმა იგი გააფრთხილა, არ დაეძაბა სიტუაცია საქართველოში თავისი დაბრუნებით, როგორც 2008 წლის აგვისტომდე აფრთხილებდნენ კონდოლიზა რაისი და პუტინი. მაგრამ ფსიქოპათი არასოდეს ითვალისწინებს სხვის აზრს, როცა თავისი დანაშაულებრივი მიზნისკენ მიისწრაფვის, იქნება ეს დასავლეთი თუ რუსეთი.

უკრაინა: სააკაშვილი დაკავების პირველივე დღიდან ღირსეულად რომ მოქცეულიყო და მსხვერპლის – „პოლიტპატიმრის“ შარავანდედი შეენარჩუნებინა, ფსიქოთერაპევტების კონსილიუმს მისი ნამდვილი დიაგნოზი რომ დაედასტურებინა, შესაძლებელი იქნებოდა უკრაინაში მისი ექსტრადიციის ვარიანტის განხილვა – თუნდაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნალოდ. მაგრამ მის მიერ მოწყობილი სკანდალების შემდეგ, „მეგობარმა“ ზელენსკიმ არ სთხოვა ღარიბაშვილს მისი უკრაინაში გადაყვანა, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტს ბუბა ემუდარებოდა. ზელენსკიმ იმავე თხოვნაზე უარი უთხრა სააკაშვილის დედას და სანუგეშოდ უკრაინული პასპორტი გადასცა. ზედმეტია იმის თქმა, რომ კიკაბიძეც და დედიკო გიულიც სააკაშვილის მითითებით მოქმედებდნენ და ახლა ზელენსკი მიშასთვის „მეგობარი“ არ არის… ხოლო ექს-გენერალურ პროკურორ ლუცენკოს შოკისმომგვრელი ინტერვიუს შემდეგ, რომელიც ადასტურებს სააკაშვილის დანაშაულებს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, სააკაშვილმა ჯობს დაივიწყოს უკრაინა – იქ მას არავინ მოეფერება, როგორც საქართველოში, კიევში მას ნამდვილი ციხე ელოდება, სახლების კონფისკაცია, ფიასკო და – მშვიდობით, იასკო! უკრაინის მოქალაქეები და ხელისუფლება გულის სიღრმემდე შეურაცხყოფილი არიან – მათ რამდენჯერმე ირწმუნეს სააკაშვილის, მან კი უკრაინა გამოიყენა მხოლოდ თავშესაფრად, სასტარტო მოედნად, შემდეგ კი მიაფურთხა და  ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში გაიქცა ისე, რომ ერთი დაპირებაც არ შეუსრულებია!

საქართველო: მის მხარდამჭერებს სააკაშვილი სჭირდებათ როგორც ბაირაღი, როგორც ლენინი მავზოლეუმში, უკიდურეს შემთხვევაში – როგორც სკკპ სასიკვდილოდ სნეული გენერალური მდივნები, სხვა არაფერი! მან თავი მოაბეზრა მათ მუდმივი განუხორციელებელი მოთხოვნებით – ციხის შტურმი, შემდეგ გადაყვანა საავადმყოფოში და მისი შტურმი, ალტერნატიული სასამართლოს შექმნა, ალტერნატიული კონსილიუმი, ხოლო ახლა, როცა დაუმორჩილებლობა დაინახა, სურს შექმნას ალტერნატიული პარტია – “საინიციატივო ჯგუფი”. სააკაშვილი წერილს წერს აშშ-ის პრეზიდენტს მის გათავისუფლების მოთხოვნით და ღიად ითხოვს იგივეს მხარდამჭერებისგან, მოუწოდებს რა დეკემბრის დასაწყისში რევოლუციისკენ, ხოლო ვინც, მისი თქმით, ქუჩაში ვერ გამოვა, აქციის მონაწილეებს მატერიალურად დაუჭიროს მხარი. თავისი უფროსი ვაჟის, ედუარდის მეშვეობით ახნოვანებს თავის პოზიციას – აქაოდა, მისი პარტიის ლიდერებს მისი სიკვდილი უნდათ, რაც სიმართლისგან შორს როდია. იმავეს ამეორებინებს საკუთარ დედას, რომელსაც უყვირის – აქაოდა, რატომ იცვამ ასე გამომწვევად, როცა ჩემთან მოდიხარ ციხეში, ყველა შენს ჩაცმულობას აკრიტიკებს, მსჯავრდებულის დედას არ ჰგავხარო!

რატომ დუმან დღეს ცნობილი ქალბატონები, რომლებსაც სააკაშვილი მკერდზე კბენდა და გარყვნილი მეთოდებით აუპატიურებდა, რის შემდეგაც ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს თურქულ კლინიკებში? ვისაც დუმილისთვის ბინები გადასცეს პატარკაციშვილმა და რჩეულიშვილმა? რატომ ეშინია სააკაშვილის დედას იმის აღიარების, რომ სააკაშვილი დახურულ სივრცეში იგუდება და ამიტომ გამუდმებით აღებს სარკმელს, რომ ეშინია დავიწყების, რომ აღიარებენ ჩვეულებრივ შეშლილად და არა გმირად, როგორც თავად გიული ალასანია ბავშვობიდან უნერგავდა თავის ავადმყოფ შვილს?! 57-ე წერილში თავისუფლებაზე ფსიქოპატი სააკაშვილი წერს, რომ “ვარდების რევოლუციამდე” საქართველო ტერიტორია იყო, ხოლო მისი მოსვლით სახელმწიფოდ იქცა… ცრუ უზენაესი მთავარსარდალი შიშობს, რომ ღამით გამოეცხადება კომანდორის – ნამდვილი უმაღლესი მთავარსარდალი სტალინის ქანდაკება, მისი, სააკაშვილი ბრძანებით რომ აიღეს და სადღაც იქვე, მინდორში პირქვე აგდია… სააკაშვილს პანიკურად ეშინოდა გლდანის ციხეში ყოფნის, სადაც მისი ბრძანებით ათასობით პატიმარი აწამეს, რუსთავის ციხეში ყოფნის, სადაც მისი ერთ-ერთი მორჩილი ჯალათი ქარდავა იხდის სასჯელს, მაგრამ მოხვდა სამხედრო ჰოსპიტალში გორში, სადაც შიშისგან მიწაზე ხოხავდა 2008 წლის აგვისტოში! და რაც მთავარია – სააკაშვილი, ეტყობა, მიატოვა მისმა მფარველმა ანგელოზმა“, ბიძთემურმა, კგბ-პოლკოვნიკმა, რომელიც მთელი ცხოვრება დაიღალა ფსიქოპათი ისშვილის გადარჩენით!

იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არასოდეს ყრის ფარ-ხმალს და მზად არის გამოიყენოს საკუთარი გეგმებისთვის ყველა, მათ შორის ოჯახის წევრებიც; რომ სააკაშვილი ავანტიურისტია, შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ ადამიანს შეუძლია ერთი არასტანდარტული გადაწყვეტილებით მინუსი პლიუსად გადააქციოს; რომ სააკაშვილმა ისწავლა ჟვანიას გაკვეთილი, რომ მთავარი პიარია, და არა რეალობა, და რომ ეს რეალობა იქნება ისეთი, როგორც მის მოდელირებას მოახდენ; რომ რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო სჯერა ხალხს მისი, შესაძლებელია სააკაშვილის ახალი გეგმის გათვლა. ყველაზე “მეამბოხე” სამეგრელოსა და აჭარაში მუდმივ დესტრუქციასთან ერთად ეს არის პროექტი გაუმარჯოს ედუარდ მეორეს!”.

საქმე ისაა, რომ სააკაშვილმა შორსმჭვრეტელობით დაარქვა უფროს შვილს ედუარდ შევარდნაძის სახელი და ბავშვით ხელში ამ უკანასკნელის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მიუახლოვდა. აი თქვენმომავალი პრეზიდენტი!” – ყველას გასაგონად საჯაროდ “აკურთხა” მაშინ შევარდნაძემ თავისი პატარა მოსახელე და ბავშვს მოეფერა. მხარდამჭერებით იმედგაცრუებული სააკაშვილი ლიდერის როლისთვის ამზადებს უფროს შვილს, რომელიც არამცდაარამც არ უღალატებს მამას, როგორც მამა მთელი ცხოვრება ღალატობდა დედამისს – სანდრას. შევარდნაძის წინასწარმეტყველება ახდა!” – იტყვიან ქართველები, რომლებიც ტრადიციულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიმბოლურ დამთხვევებს. და ფილმი-ინტერვიუ ედარდის შესახებ იმის ნიშანია, რომ მის შვილს უკვე უკეთებენ პიარს. ფსიქოპათებისთვის ხომ გადაუჭრელი ამოცანები არ არსებობს …

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

კომენტარები