19 აგვისტოს „სანსეტ ფესტ ბახმარო 2019“ დაიწყება

დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს „სანსეტ ფესტ ბახმარო 2019“ დაიწყება.

ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გაიმართება. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.

ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება. ფესტივალის თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო.

კომენტარები