1945 წლის 5 მაისი: ამ დღეს გერმანელები ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ

 

გერმანელების უმეტესობა სრულიად ლოიალური იყო ნაცისტური რეჟიმის მიმართ, მაშინაც კი, როცა მათ დამარცხებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. თუმცა არის ერთი გამონაკლისი – ბრძოლა 1945 წლის 5 მაისს, რომელიც დაიწყო იტერის ციხესიმაგრეში, სადაც გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
იტერის ციხე ავსტრიაში ტიროლის რეგიონში მდებარეობს, რომელიც არის შუა საუკუნეების ციხე სიმაგრე და ცნობილია მე -13 საუკუნიდან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასში განთავსებული იყო სასტუმრო, ხოლო 1943 წლიდან ციხე დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის “დამხმარე ბანაკად” იქცა.
ციხე სიმაგრეში ცხოვრობდნენ ნაცისტების მიერ დაკავებული საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები – ყოფილი პრემიერ-მინისტრები პოლ რეინო, ედუარდ დალადიერი, გენერალ დე გოლ და სხვები..

1945 წლის 4 მაისს ციხესთან გამოჩნდნენ აშშ-ს არმიის მე-12 დივიზიის ტანკები, კაპიტანი ჯეკ ლის მეთაურობით.
თუ ამერიკელი ჯარისკაცები ციხეს აიღებდნენ, გერმანელებს ბრძანება ჰქონდათ ფრანგი პოლიტიკოსების დახვრეტის, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ციხეს ოთხი ათეული ვერმახტის ჯარისკაცი იცავდა, რომლებმაც ციხის დაცვას გაქცევა ამჯობინეს, ამის მიზეზი კი მანამდე
დახაუს ბანაკის კომენდანტეს ედუარდ ვაიტერის თვითმკვლელობა იყო, რამაც ჯარისკაცების დემორალიზება გამოიწვია.

უყურადღებოდ დარჩენილმა ტყვეებმა მეზობელ სოფელში მიაკვლიეს ამერიკელებს და ამავდროულად დაუკავშირდნენ ავსტრიის წინააღმდეგობის ძალებს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერნესტ კელტენბრუნერმა, SS-ის რაიხის უსაფრთხოების მთავარი დირექტორატის ხელმძღვანელმა, ციხის დასაბრუნებლად და ფრანგი მძევლების დასასჯელად იტერში
ასზე მეტი SS სამხედრო გაგზავნა.
ამის შესახებ კი შეიტყვეს უკვე ამერიკელების მხარეს გადასულმა გერმანულმა ათეულმა და ამერიკელებთან ერთად ციხის დასაცავად დაბრუნდნენ.

კაპიტანი ლი მთელი დღის განმავლობაში თავდაცვით პოზიციებს ამაგრებდა გუშინდელ ფაშისტებთან და VIP პატიმრებთან ერთად.
ამასთან, კაპიტანი არ წყვეტდა მუდმივ კამათს პოლიტიკის გამო, თუმცა ბოლოს ციხეზე პატიმრებთან ერთად ჩამოკიდეს საფრანგეთის დროშა.

5 მაისის დილით, SS-ის ჯარებს გოც ფონ ბერლიხინგენის დივიზიონიდან რამდენიმე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ყველა მცდელობა ციხის აღების წარუმატებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტები რამდენჯერმე აღემატებოდნენ იტერის დამცველებს, თავად უძველესი ციხე-სიმაგრის კედლები ამ უკანასკნელის მხარეს იყო, რომლის აღება არც ისე ადვილი გახლდათ.

ციხის მცველებიდან ვერმახტის ყოფილი მაიორის იოზეფ განგლის გმირობა სამაგალითო აღმოჩნდა, რომელმაც
პოლ რეინო სნაიპერის ტყვიისგან გადარინა. იტერის კიდევ ერთი ცნობილი დამცველი იყო ვერმახტის კიდევ ერთი ოფიცერი კურტ-ზიგფრიდ შრეიდერი, რომელიც გადავიდა წინააღმდეგობის რიგებში, რომლის ცოლშვილიც ციხეს აფარებდნენ თავს.
ბრძოლის ბედი ერთ – ერთმა ტყვემ
ჩოგბურთელმა ბოროტრამ გადაწყვიტა. მან მოახერხა ლტოლვილად გადაცმულს ვერმახტის-ის მებრძოლებისთვის გვერდი აეარა და დახმარების მოსაყვანად წასულიყო.
ბოროტრამ მიაღწია აშშ-ს 142-ე ქვეითი პოლკის ადგილამდე, რომლებმაც შემდეგ გადაარჩინეს ალყაში მოქცეულები, ამერიკლებმა დროულად მოუსწრეს ნაცისტებს, რომლებიც უკვე კარიბჭის აფეთქებას აპირებდნენ შიგნით შესაღწევად.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები