1982 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ს ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი „პირველი სისხლი“ რემბოს მონაწილეობით

1982 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ს ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი „პირველი სისხლი“  , რომელშიც ვიეტნამის ომის ვეტერანის როლში სილვესტერ სტალონე  მონაწილეობდა, რომლის სახელიც იყო „რემბო“.

მშვიდ ცხოვრებას მიუჩვეველი რემბო ავტოსტოპით მოგზაურობს ამერიკის ქალაქებში და თანამებრძოლებს ხვდება. მოგზაურობას ერთი პროვინციის შერიფი შეწყვეტს, რომელსაც მაწანწალები ეზიზღება. რემბოს ცრუ ბრალდებით ციხეში ჩააჯენენ და ის იგრძნობს თუ რას ნიშნავს ადმინისტრაციის მხრიდან დამცირება.. რემბო ომს გამოაცხადებს.

ის ექსპერტია საკუთარი სხეულის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის. ის ადამიანია, რომელსაც ასწავლეს არ ეგრძნო ტკივილი და ამინდის პირობები. ომში ის გმირი იყო, სამშობლოში კი არავის სჭირდებოდა.

კომენტარები