2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა.

წმინდა მატრონა ითვლება უამრავი დაავადების მკურნალად.
მის სახელს უკავშირდება ურიცხვი სასწაული.

ნეტარი მატრონა სიცოცხლეშივე აღიარეს, როგორც დიდი წინასწარმეტყველი და სასწაულთმოქმედი. ნეტარი მატრონა ფლობდა შეუჩერებელი ლოცვის ძალას.

წმინდანი დაბადებიდანვე ბრმა იყო. 8 წლის მატრონას უქვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი ნიჭი.
მატრონა გულმხურვალე ლოცვებით ხალხს სასწაულებრივად კურნავდა. .
წმინდა მატრონამ დააწერინა ღვთისმშობლის ხატი სახელწოდებით ”დაღუპულთა მომძიებელი”. მატრონა ამ ხატს არასდროს არ განშორებია და ყველგან თან დაქონდა.
უსინათლო მატრონას 16 წლის ასაკში ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასდროს უვლია.

ნეტარი მატრონა ყველას ეუბნებიდა, რომ თვითონ კი არ იყო მკურნალი, არამედი მისი ლოცვებით და შუამდგომლობით თავად უფალი ქრისტე კურნავდა ადამიანებს. ნეტარი მატრონა ყველას მოუწოდებდა, რომ ერწმუნათ ღმერთი და ცოდვებს განშორებოდნენ. ზოგიერთს აინტერესებდა წმინდანის ცხოვრების დეტალები და უთვალთვალებდნენ, თუ რას აკეთებდა იგი ღამით: ნეტარი მატრონა მთელი ღამე ლოცულობდა და მეტანიებს ასრულებდა.

,,წმინდა დედაო მატრონა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის”

კომენტარები