2 ნოემბერს, სახალხო დღესასწაული ,,ეგრისობა”
2 ნოემბერს, სახალხო დღესასწაული ,,ეგრისობა” გაიმართება.
დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, მოკლე ტურები, ეთნოგრაფიული კუთხეების, ხალხური რეწვისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენები, ყველის ფესტივალი, საპატიო სენაკელების წარდგენა-დაჯილდოების ცერემონიალი.
გაიმართება გრანდიოზული გალა -კონცერტი ცნობილი ქართველი შემსრულებლების, ანსამბლ ,,შვიდკაცას“ და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, ,,ეგრისობა 2019-ის“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი კახაბერ კუპრეიშვილი ჯგუფის წევრებთან ერთად, ნოქალაქევის უძველეს ციხე-ქალაქში იმყოფებოდნენ.