2 წლის ერეკლე დანელია გარდაიცვალა

-„2 წლის ერეკლე დანელია გარდაიცვალა. 

ახლა ამის ძალა არ მაქვს მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, წავიდა ჩემი ანგელოზი უფალთან, ერეკლე წავიდა.

მისი პაწაწა გული გაჩერდა, ფილტვებიც და თირკმელებიც გაჩერდა. ვეღარ იბრძოლა თუ აღარ იბრძოლა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერმა ერთად უმტყუნა და წავიდა. ჩემი გმირი ბიჭი, ჩემი მებრძოლი ბიჭი მაკაკა მალე უფალთან იქნება”– დაწერა ბიჭუნას დედამ.

ერეკლე დანელიას ჯანმრთელობის პრობლემები დაბადებიდანვე ჰქონდა, კერძოდ, მისი დიაგნოზი იყო მოკლე ნაწლავის სინდრომი და საჭიროებდა დაგრძელების ოპერაციას, თუმცა ბიჭუნას ჯანმრთელობის სხვა პრობლემების დაერთო თან და პირველადი დიაგნოზი, თითქმის გადაფარა ამ პრობლემებმა.

კომენტარები