„20 ივნისის საქმეზე ამნისტია მძიმე მუხლებს ვერ შეეხება, რადგან საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია“-სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განაცხადებით:

-„პარტიებმა, იურისტებმა, ხელმომწერებმა გუშინ დაიწყეს მუშაობა, რათა შედგეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. 20 ივნისის საქმეზე ამნისტია მძიმე მუხლებს ვერ შეეხება, რადგან საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია მსგავს მუხლებზე ამნისტიის გავრცელება. ეს მუხლები ვიღაცას რომ უნდოდეს, თუნდაც ხელისუფლებას, რომ ჩააკვეხოს, ვერ იქნება შეტანილი, რადგან საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია მსგავს მუხლებზე ამნისტიის გავრცელება. საქართველო არის ამ კონვენციის ნაწილი, ხელმომწერი. ამიტომ ფიზიკურად ვერ მოხვდება ასეთი მუხლები“.

კომენტარები