20 ივნისს ნიკა ბედენაშვილის გამოფენა – ძველი და ახალი თბილისის შედარებითი ფოტოები
ფოტოხელოვანი ნიკა ბედენაშვილი ფეისბუქის ჯგუფში “თბილისური ამარკორდი” წერს:
-“ამარკორდელებო მოგესალმებით!
მოკლედ.. თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა სურათებმა ამ ჯგუფში, ძალიან ბევრი მგულშემატკივრობდა. გადავწყვიტე გამოფენის მოწყობა.
20 ივნისს 12 საათიდან, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე, საგამოფენო დარბაზის მიმდებარედ შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაათვალიეროთ ჩემს მიერ გადაღებული სურათები. გამოფენა მინიმუმ 3-4 დღე გაგრძელდება. დიდი იმედი მაქვს რომ იქნება დაინტერესება და ბევრი ხალხი მოვა დასათვალიერებლად. გამიხარდება თუ გააზიარებთ პოსტს, რადგან უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩემი სურათები და გაიგოს გამოფენის შესახებ, უღრმესი მადლობა! ”