20 მაისიდან 31 ქვეყნის მოქალაქეს თურქეთში სამედიცინო დანიშნულებით შესვლის საშუალება ექნება

20 მაისიდან 31 ქვეყნის მოქალაქეს თურქეთში სამედიცინო დანიშნულებით შესვლის საშუალება ექნება. ამ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული ზომების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

თურქეთში სამედიცინო მიზნებით შესვლის უფლება ექნებათ: ერაყის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, რუსეთის, ყახახეთის, უკრაინის, უზბეკეთის, საქართველოს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის და სხვა ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომელთაც კოვიდინფეცია არ აქვთ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ტრავმატოლოგიური, ორთოპედიული, საერთო და ბავშვთა ქირურგიული, ონკოლოგიური და სხვა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეეეძლებათ. დამატებითი ინსტრუქცია თურქეთში სამედიციო სერვისთან დაკავშირებით სამედიცინო კონტროლის საერთაშორისო ქსელში გამოქვეყნდება და თურქეთში მკურნალობის მსურველთათვის ხელმისაწვდომი იქნება.

კომენტარები