„20 წელზე მეტი ბინას ველოდი… ამან ჩემი მეუღლე შეიწირა – დამირეკეს, მობრძანდით, უნდა გავაფორმოთო, არ დავიჯერე” – დავით სოკოლოვს ბინა გადასცეს

და­ვით სო­კო­ლოვს სა­კუ­თა­რი ბინა აქვს, მის მი­ღე­ბა­ში თბი­ლი­სის მე­რია და მერი კახი კა­ლა­ძე და­ეხ­მარ­ნენ.

სა­მად­ლო­ბე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა და პრო­დი­უ­სერ­მა მაკა რაზ­მა­ძემ გა­ავ­რცე­ლა:

და­ვით სო­კო­ლო­ვი:

-„ის რაც მე გა­დამ­ხდა, ცოტა ძნე­ლი აღ­სა­წე­რია და ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ იქ­ნე­ბა. 20 წელ­ზე მეტი ბი­ნას ვე­ლო­დი და არა­ვინ ყუ­რად არ იღო, არც ჩემი სა­ბუ­თე­ბი, არც მის­ვლა-მოს­ვლა, ამან ჩემი მე­უღ­ლე შე­ი­წი­რა და მგო­ნი, მეც მა­გას ვე­წი­რე­ბო­დი. ეს 20 წე­ლი­წა­დი ვის­თა­ნაც შე­ვე­დი, არა­ვინ ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცია. ბო­ლოს ვი­ფიქ­რე, რომ კახი კა­ლა­ძე და­ნიშ­ნეს და ბა­რემ ამას­თა­ნაც შე­ვალ-მეთ­ქი. ლა­პა­რა­კი ვერ მო­ვას­წა­რი, რომ იმა­ვე დღეს გა­და­წყვი­ტა ჩემი საქ­მე. მე­ო­რე დღეს რომ და­მი­რე­კეს, მობ­რძან­დით, ბინა უნდა გა­ვა­ფორ­მო­თო, არ და­ვი­ჯე­რე, ლა­მის გა­მოვ­თაყ­ვან­დი…

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე ჩა­ვარ­დნი­ლი ვარ, დიდი სი­ხა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი, თუნ­დაც ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან. უამ­რა­ვი ხალ­ხი რე­კავ­და, მკი­თხუ­ლობ­დნენ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი ჯგუფ-ჯგუ­ფად მო­დი­ო­და პერ­სო­ნა­ლი. იმ სი­ხა­რულს რა და­მა­ვი­წყებს, რაც მე ამით მი­ვი­ღე, ახლა შე­მიძ­ლია მხი­ა­რუ­ლად და კარგ ხა­სი­ათ­ზე ვიყო.

მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, მა­პა­ტი­ე­ბენ, რომ ამას პი­რა­დად ვე­რა­ვის ვე­უბ­ნე­ბი, მაგ­რამ ერ­თად მინ­და, რომ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი და ჯან­მრთე­ლი იყოს.

კა­ხის ამ­ბა­ვი თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. არ ვე­ლო­დი, კაც­მა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ჩემი საქ­მე უც­ბად გა­და­წყვი­ტა, რო­გორ შე­მიძ­ლია მა­გას მად­ლო­ბა არ ვუ­თხრა. ახლა სა­დაც მე ვზი­ვარ, ეს იმის ნა­ჩუ­ქა­რია, კა­ხის ნა­ჩუ­ქა­რია, ღმერ­თმა კარ­გად ამ­ყო­ფოს…“ – ამ­ბობს და­ვით სო­კო­ლო­ვი.

კომენტარები