20 წლის შემდეგ პირველად,ფიროსმანსა და სამთაწყაროში შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვა
20 წლის შემდეგ პირველად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ფიროსმანსა და სამთაწყაროში შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვა:
აშენდა ახალი სატუმბი სადგურები;
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავი სისტემის 16-კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს;
გაიწმინდა არხები;
აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ხიდებს;
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების ფიროსმანისა და სამთაწყაროს 1000 ზე მეტი ჰექტრის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.
2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 128 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული.