20 წლის შემდეგ, პირველად, სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები მოირწყა
20 წლის შემდეგ, პირველად, სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები მოირწყა.
მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაციის შედეგად:
- აშენდა ახალი სატუმბი სადგურები;
- სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავი სისტემის 16- კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს;
- გაიწმინდა არხები ბუჩქნარისა და გრუნტის ნატანისგან;
- დაზიანებული რკინა-ბეტონის ფილების სანაცვლოდ მოეწყო მონოლითური არმირებული ბეტონი;
- ჩატარდა ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძების აღდგენითი სამუშაოები;
განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 1000- ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 128 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული.