20 წლის წინ დაკარგული იულია მშობლებს შეახვედრეს

ელექტომატარებელში მინსკი-ოსიპოვიჩი 4 წლის იულია გორინა 1999 წლის პირველ ოქტომბერს დაიკარგა.

მშობლებმა ბევრი ეძებეს ბავშვი, მაგრამ უშედეგოდ. მილიციას მიმართეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ბავშვის დაკარგვის შესახებ ცნობების გამოქვეყნება.

იულია  ინტერნატში აღმოჩნდა, შემდეგ ოჯახმა იშვილა.  ბავშვს ნამდვილი ოჯახის მოძებნაში, 24 წლის ახალგაზრდა დაეხმარა. ახალგაზრდამ დაიწყო ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება საკვანძო სიტყვებით: „გოგონა იულია”, „ოთხი წლის”, „დაიკარგა ბავშვი”.

ბელარუსში დაკარგული გოგონას შესახებ ინფორმაცია ნახა. ბელარუსის სამართალდამცავ ორგანოებს დაურეკა და ბავშვზე ინფორმაცია მიაწოდა. პოლიცია დაინტერესდა  შესული შეტყობინებით. 20 წლის წინ დაკარგული იულია მშობლებს შეახვედრეს.

კომენტარები