20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულები სამკურნალოდ საზღვარგარეთ, საუკეთესო ჰოსპიტალებშია არიან წასულები

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რო 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულები სამკურნალოდ საზღვარგარეთ, საუკეთესო ჰოსპიტალებშია არიან წასულები.
„ჩვენ გვყავს დაშავებული მოქალაქეები, ჩვენი პოლიციელები და მათი ჯანმრთელობა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს, რამდენიმე მათგანი უკვე საზღვარგარეთ არის წასული სამკურნალოდ საუკეთესო ჰოსპიტალებში და ამასთან ერთად, თუ რამის საჭიროება იქნება, ჩვენ ვიხილავთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო ექიმები და სპეციალისტები“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები