„200 ათას ვაქცინას რას ვუშვრებით – ჯანმომ ავტორიზაცია რომ არ მისცეს?“-ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე აცხადებს:

-„ვირუსის მესამე ტალღა თუ ისევ ასე წავა, რეალურად ეკონომიკური კოლაფსი გვექნება. შეიძლება გაღარიბებამ  სოციალური აფეთქება გამოიწვიოს, რაც ყველაზე ცუდი იქნება. მე მკაცრი რეგულაციების დაცვის მომხრე ვარ.

 ჩინური ვაქცინის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა, არ ვამბობ, ეს ცუდი ან კარგი ვაქცინაა, ამის საფუძველი არ გვაქვს.

„სინოფარმის“ ეფექტიანობის შესახებ სხვადასხვა მონაცემებია, მაგალითად ბრაზილიასა და თურქეთში, გარდა ამისა ფასიც ძალიან საინტერესოა. უნგრეთმა 36 დოლარად იყიდა 1 დოზა, როცა „მოდერნა“ აღარ ღირს ეს ფასი, იგივე „სინოფარმი“ ლაოსს და ტაილანდს 5 დოლარად მიჰყიდეს.

ჩინეთის ელჩი ამბობს, – არ ვარ აცრილიო, როგორც სამედიცინო სახის, ასევე სხვა სახის ბევრი შეკითხვებია.

მოსახლეობამ, ბრიტანულ-შვედურ ვაქცინას, რომლის შექმნაშიც მონაწილეობდა, ფაქტობრივად უარი თქვა, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩინურმა ვაქცინამ მოიპოვოს პოპულარიზაცია?! შეიძლება მოიპოვოს, მაგრამ დიდი შრომა დასჭირდება.  ვაქცინების დიდი დეფიციტია, შესაძლებელია აღიაროს ჯანმომ სინოფარმის ავტორიზაცია, მაგრამ ავტორიზაცია რომ არ მისცეს, ამ 200 ათას ვაქცინას რას ვუშვრებით? ვჩუქნით, ვყიდით, არის გეგმა შემუშავებული?

ეს არის სახელმწიფო მართვა, ეს არის მენეჯმენტი, ძალიან ბევრი ვარიანტი უნდა გაიაზრო“,- განაცხადა ვატო სურგულაძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო.

ნახეთ:

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

საქართველოში ჩინეთის ელჩის განცხადება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ

კომენტარები