200-მდე ადამიანი დააკავეს – ბერლინში, კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ

ბერლინში ათასობით მოქალაქემ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო მოსალოდნელი ახალი შეზღუდვები გააპროტესტა.

„დოიჩე ველე“ ბერლინის პოლიციის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, აქციაზე სამართალდამცვლებმა 190 ადამიანი დააკავეს, 9 პოლიციელი შეტაკების დროს დაშავდა.

აქციის მონაწილეებს ბანერები ეკავათ სლოგანით – „მშვიდობა და თავისუფლება“.

პოლიცია დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. პოლიციამ შეტაკებისას წყლის ჭავლი გამოიყენა.

საპროტესტო აქცია ბერლინში

 

კომენტარები