„2007 წელს გავიდა ბოლო რუსის ჯარი საქართველოდან, ამ ბოროტმა მასხარამ, სააკაშვილმა 2008 წელს ისევ შემოიყვანა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

-„2007 წელს გავიდა ბოლო რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და ამ ბოროტმა მასხარამ, სააკაშვილმა 2008 წელს შემოიყვანა ჩვენ ქვეყანაში რუსის ჯარი.ამ მოღალატეებმა იგრძნეს რა საფრთხე და გაიგეს რა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, დაიწყეს ისტერიკა. როდესაც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, დაახლოებით 60 კაცი დაიკითხა, ალბათ, გაჟონა ინფორმაციამ, დაიწყეს ისტერიკა. მათი უგვანო კაცი რომ არის, ეს გვარამია ამ ბინძური ძალის სახე, ამბობდა, თითქოს, რაღაცას ვაპირებთ. მერე გამოვიდა ბოროტი მასხარა სააკაშვილი, რომელმაც ვერსია მისცა პირდაპირ პროკურატურას და თქვა, იტყვიან, რომ 80 მილიონი ავიღე დავით გარეჯის გაყიდვაშიო. ვინ თქვა ეს, სად ნახეთ? ჩემ წერილშია, რომ სააკაშვილმა გაყიდა გარეჯი?! ეს მან მისცა ვერსია გამოძიებას. მე ვამბობ ჩემ წერილში, რომ ჩვენთვის მოტივაცია უცნობია, გეუბნებით ფაქტს, რაც მოხდა და თქვენ გაარკვიეთ-მეთქი. გამოვიდა ეს სულელი და თქვა, რომ იტყვიან 80 მილიონი შეიძლება ავიღეო. ამას დაემატა გვარამიას ისტერიკა და თქვეს, რომ აპირებენ გარეჯზე რაღაც სიყალბე ჩაიდინონო. მეორე განავითარეს ნარატივი რუსეთზე. სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, ამათ რომ ვუყურებ როგორც იქცევიან, პირდაპირ რუსული ინტერესების გამტარებლები არიან. რუსეთის პიარით არის დაკავებული ეს მოღალატეობრივი ძალა. ეს მოღალატეები, რას ამბობენ, რომ რუსეთმა გამოგვიგზავნა ორიგინალი რუკები, იმიტომ, რომ ქართველებმა ჩვენი სიწმინდე დავიბრუნოთ და აზერბაიჯანელებთან ჩვენი პოზიცია გავიმიყაროთ და ეს საკითხი საბოლოო მორიგებით დავასრულოთ?! ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ მეგობრობას აზერბაიჯანელებთან ეს კიდევ უფრო გაამყარებს და შეკრავს. ესენი პირიქით ამბობენ, იქნებ ამიხსნან ამ ბრიყვებმა, სად არის  ლოგიკა. სულ მაგაზე ფიქრობს ახლა რუსეთის ხელისუფლება, რომ ჩვენ ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ, მაშინ, როდესაც ამ ნაძირლებმა მიჰყიდეს ტერიტორიების 20 %-ი. 2007 წელს გავიდა ბოლო რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და ამ ბოროტმა მასხარამ, სააკაშვილმა 2008 წელს შემოიყვანა რუსის ჯარი, ჩააბარა კოდორი ყოველგვარი ბრძოლის გარეშე და ის ჯარისკაცები დასაჯეს, რომლებსაც ბრძოლა უნდოდათ და ამათ ბრძოლის უფლება არ მისცეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“.

კომენტარები