2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა – ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები ძალის გამოყენებით დაშალა, – მომიტინგეების დარბევა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა

2007 წლის 7 ნოემბრიდან 13 წელი გავიდა.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2007 წლის 7 ნოემბრიდან არ დაწყებულა. სახალხო პროტესტს წინ რიგი მოვლენები უძღოდა, რომლის გამოც 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყო. პროტესტის მონაწილეები იმდროინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად პოლიციამ დაარბია ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობდენ, პოლიციის თანამშრომლები რეზინის ხელკეტებით გაუსწორდნენ. მიტინგზე იმ დროისათვის 30 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმები და სპეცტექნიკა შეიყვანეს. „გაერთიანებული ოპოზიციის” რამდენიმე ლიდერი სასტიკად სცემეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან შეტაკებისას დაშავებული სხვა ათეულობით ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მიტინგის მონაწილეებს გამოჰყავდათ.
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელებმა მომიტინგეების დასაშლელად, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გარდა, მხუთავი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მხუთავი და ცრემლსადენი გაზი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე გაუშვეს, რის გამოც, მომიტინგეების გარდა, ჟურნალისტები და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეებიც მოიწამლნენ.
დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანებს ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რათა პროცესებს უმართავი ხასიათი არ მიეღო.
განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანია „იმედი” პირდაპირ ეთერში გადასცემდა, რასაც მოგვიანებით „იმედის” დარბევა მოჰყვა.

შემდეგ პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედის“ ოფისში შეიჭრა. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.  საღამოს საათებში სპეცრაზმელები ტელეკომპანია „იმედში” შეიჭრნენ. მაუწყებლობა შეწყვიტა რადიო „იმედმაც”. „იმედთან” შეკრებილები სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების რეზინის ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავებულთა შორის, სხვებთან ერთად, „იმედის” ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ.
კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა, სადაც ისევ თავად გაიმარჯვა.

2008 წელს  ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.

პროკურატურამ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს პატიმრობა 2014 წლის 1 აგვიტოს შეეფარდათ.

 

 

კომენტარები