2009 წელს გუბაზი რომ ვნახე, მაშინ მივხვდი, დამთავრებული იყო ოპოზიციის ერთობა – რუსუდან შარაძე

რუსუდან შარაძის გამოხმაურება “მთავარი არხი”-ს ეთერში, გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებაზე:

“2009 წლის 25 მაისის ღამეს, ,,საკანში“, გუბაზ სანიკიძე რომ ვნახე, იქ მივხვდი, რომ მაშინდელი ოპოზიციის ერთობა დამთავრებული იყო. იგივე ბედი ეწია გუშინ მკვლელების ბანდას.

მიუღია ნანატრი მილიონი საწყალს. პარლამენტში არ შევლენ კი არა, ერთმანეთს ვერ შეასწრებენ და პირველი, ეს გასიებული ,,ბოჩკა“ იქნება. რა სპექტაკლი მოაწყო, ვაიმე! ათას ღობეზე გადამხტარი ბაზრის ქალები და კაცებიც კი სახტად დატოვა სტუდიაში. ეკუთვნის!”-წერს რუსუდან შარაძე.

კომენტარები