„2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება. ჩვენ ავუშენეთ დევნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა:

„2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება. ჩვენ ავუშენეთ დევნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან და შემდეგ უკვე დავიწყეთ ამავე სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო და შემოსავლის წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაქეშში, მაშინდელ მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროს “მამუნიასი” და ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმ, ყოფილ “შახტიორის” ადგილზე.

ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს “ინტერკონტინენტალი”, ამის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. პარკში, რომელიც ჩვენ ავიღეთ, მსოფლიო ბანკის პროექტით გავაკეთეთ, ვდგამდით ზუსტ ასლს ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების “კარა კალასი”, ოღონდ გაუმჯობესებულს, გათანამედროვებულს, მსოფლიოში უნიკალურს. კიდევ, ჩვენ გვქონდა პროექტი პრაქტიკულად ყველა სხვა ტურისტულ ობიექტზე და ეს ყველაფერი, ძირითადი ნაწილი უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ბოლომდე, დანარჩენი კიდევ ორი წლის შემდეგ.

ივანიშვილი მოვიდა, ყველაფერი გააჩერა, ვერ გააჩერა ერთადერთი პარკი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იყო დაკონტრაქტებული. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები, იყო რაც უნდა გაკეთებულიყო. რაც მთავარია, მან მოკლა ქუთაისის პარლამენტი და წყალტუბო არის გაგრძელება პარლამენტის კომპლექსის”.

კომენტარები