2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ბერიგაბრიელის კანონიზირება მოახდინა – ყველას გილოცავთ ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ხსენებას, შეგვეწიოს და ღვთის წინაშე მეოხება არ მოგვაკლოს სრულიად საქართველოს

რვა წლის წინ, 2012 წლის 20 დეკემბერს, მოხდა მამა გაბრიელის კანონიზირება – წმინდანად შერაცხვა.
-„წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნეს წმინდანად.
ამასთან, მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება და მას გადაასვენებენ სამთავროს ტაძარში. დაიწერება წმინდა არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი…'”
ყველას გილოცავთ ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ხსენებას, შეგვეწიოს და ღვთის წინაშე მეოხება არ მოგვაკლოს სრულიად საქართველოს.
კომენტარები