2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

რეკორდულია, როგორც მთლიანი ექსპორტის ასევე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც.

გაზრდილია და მათ შორის, რეკორდულია სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტის მოცულობა:

ღვინის ექსპორტი: 223 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა +13.2%);

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი: 133.5 მლნ აშშ დოლარი – 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი (ზრდა + 21.2%);

თხილის ექსპორტი ზრდა: 67 მლნ აშშ დოლარი – 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი (ზრდა + 10.6%).

ტანსაცმლის ექსპორტი: 56.9 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 53.2%);

ციტრუსის ექსპორტი: 21 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 44.4%);

ატმის, გარგარის, ალუბლის, ბლის, ქლიავის და ღოღნოშოს ექსპორტი: 13 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა +53.2%);

სანელებლების ექსპორტი: 11 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 24.7%);

ვაშლის, მსხლის და კომშის ექსპორტი: 5 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 210 %);

2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად – 489 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

2019 წლის ექსპორტის მოცულობა 3.8 მილიარდი აშშ დოლარს აღწევს და წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.4%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით ექსპორტი 18.7%-ით გაიზარდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელმა 825.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა +13%.

კომენტარები