„2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში  სიტყვით გამოვიდა:

-„საქართველოს მიღწევების უდიდესი აღიარებაა ის ფაქტი, რომ 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება.

პროგრამის ფარგლებში დაავადებულ პირებს უახლესი თაობის, ძვირადღირებული მედიკამენტი უფასოდ გადაეცემათ.

პროგრამა ფარავს სკრინინგულ, სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგის კვლევებს. საქართველოს მიღწევების უდიდესი აღიარებაა ის ფაქტი, რომ 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის (Centre of Excellence in Viral hepatitis Elimination) საპატიო წოდება.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა წარმატებით დაასრულა 59 ათასზე მეტმა ადამიანმა“.

კომენტარები