2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით:

„2019 წელს საქართველოში 13 მილიარდ 153.7 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელს (13 მლრდ 197.8 მლნ კვტ.სთ) მცირედ ჩამორჩება.

2019 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა 7,8%-ით  და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

გასულ წელს საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიას რუსეთიდან (524.5 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (1102.0 მლნ კვტ.სთ) იღებდა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან იმპორტი ზრდამ 153% შეადგინა, აზერბაიჯანიდან კი პირიქით, 10%-ით შემცირდა.

შემცირებულია ექსპორტიც – 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს საქართველოდან თითქმის 59%-ით ნაკლები ელექტროენერგია (243.4 მლნ კვტ.სთ) გაიყიდა“.

კომენტარები