2019 წელს სუს-მა კორუფქციასთან დაკავშირებული 90-ზე მეტი საქმის გამოძიება დაიწყო – პასუხისგებაში მიცემულ იქნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, , ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა უწყების 2019 წლის ანგარიში წარადგინა:

„კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 91 საქმეზე.  ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 135 პირი, მათ შორის, ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა არაერთი საჯარო მოხელე.

საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის თვალსაზრისით, სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კორუფციულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

კორუფციის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, გასულ წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები. სააგენტოს შემადგენლობაში შეიქმნა კორუფციის პრევენციის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის აცილება-გამოვლენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, საჯარო სექტორში კორუფციის რისკების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას“.

კომენტარები