2019 წლის საპატიო თელაველები

 2019 წლის საპატიო თელაველები მუსიკოსი სოსო სოსლანბეგ შავლოხოვი, პროფესორი თენგიზ კაციტაძე, მეცენატი ანზორ ჯაფარიძე, პროფესორი მაყვალა მიქელაძე, პედაგოგი ლირა სუმბაძე, ექიმი ბელა აფხაზავა და პედაგოგი ლია მუმლაური გახდნენ.

ღვაწლმოსილი თელაველები წოდების დამადასტურებელი მედლებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა დააჯილდოვა.

ერეკლეობის დღესასწაული საპატიო თელაველებს და შეკრებილ საზოგადოებას თელავიახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმაც მიულოცა.

 

კომენტარები