„2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე“

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი, პაოლო ჯენტილონის განცხადებით:

-„2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული.

მიმდინარე წელს ევროკავშირის ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 5.8%-იანი ზრდა დაფიქსირდება.

ეკონომიკის აღდგენისკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ გაურკვევლობით არის მოფენილი, რაც ძირითადად ეპიდემიოლოგიური სიტუაციიას გაურკვევლობას უკავშირდება“.

მაისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ევროკავშირის მშპ-ის 7.5%-ით შემცირება იყო პროგნოზირებული.

-„2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება, რადგან „საკარანტინო ზომების გაუქმება ნაკლებად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საგაზაფხულო პროგნოზში იყო გათვალისწინებული“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

კომენტარები