2020 წლის აპრილში, წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

2020 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა შემცირდა.

მიმდინარე წლის აპრილში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 3 493 შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით ნაკლებია. 2019 წლის აპრილში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 5579 შეადგინა. თუ შარშან, აპრილში სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა შეადგენდა 279-ს, წელს ეს რიცხვი 288-მდე გაიზარდა.

მიმდინარე წლის აპრილში ყველაზე მეტი, (1 300) დანაშაული ჩადენილი იყო საკუთრების წინააღმდეგ. გაიზარდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულთა სტატისტიკაც. შემცირდა ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობაც.

 

კომენტარები