2021 წელს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება, პროგრამა ითვალისწინებს:

სოფლის განვითარების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:

„სოფლის განვითარების სააგენტო“ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად დაზღვეული მიწის საშუალო ფართობი შეადგენს 15,800 ჰექტარს და ეს რიცხვი მზარდია.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი,
მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰექტარი.

პროგრამა ითვალისწინებს სადაზღვევო პოლისის ღირებულების თანადაფინანსებას:
ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე 70%-ს; ხოლო ვაზზე, 50%-ს.

აგროდაზღვევა ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც აგინაზღაურებთ: სეტყვით; ქარიშხლით; წყალდიდობითა და საშემოდგომო ყინვით მიყენებულ ზარალს!

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი,
ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰექტარი. პროექტში საქართველოში მოქმედი 8 სადაზღვევო კომპანიაა ჩართული. დაიჭირე თადარიგი, დააზღვიე მოსავალი! დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს, ან დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე:1501“.

კომენტარები